რას არ გაიგებ/ფაქტებიnews

თურქეთში მეჩეთებიდან „ბელა ჩაო“ გაისმა (ვიდეო)

თურქეთის სიდიდით მესამე ქალაქ იზმირში მუეძინის გალობის (აზანი) ნაცვლად, რომელიც მუსლიმ მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს, მეჩეთების მინარეთებიდან იტალიელი პარტიზანების სიმღერა „ჩაო ბელა“ გაისმა.

თურქი მორწმუნეები გაოცებულები და გაღიზიანებულები დარჩნენ, როდესაც ამ უჩვეულო ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

საიტმა Ekşisözlük-მა, რომელიც მომხმარებელთა მონაწილეობით შეიქმნა, ჩანაწერი გახსნა დასახელებით: „Bella Ciao-ს ტრანსლაცია იზმირის მეჩეთებში 2020 წლის 20 მაისს“.

იზმირის პროვინციის რელიგიურმა სამმართველომ თავიდან სოციალური ქსელების თავის გვერდებზე უარყო ცნობა „ბელა ჩაოს“ ტრანსლაციის შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია მოგვიანებით წაშალა და მეორე განცხადება გამოაქვეყნა: „ჩვენი წინასწარი პირველადი ანალიზის თანახმად, უცნობების ჯგუფმა აზანის (ლოცვისკენ მოწოდება – რედ.) ცენტრალური სისტემის უკანონო საბოტაჟი მოახდინა“, – ნათქვამია  განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებს მიმართეს და მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close