fbpx
მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

ჟირინოვსკი ლენინის მუმიის გაყიდვის ინიციატივით გამოდის

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლენინის მუმიის კომერციალიზაციის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან Twitter-ის გვერდზე დაწერა.

„საფრანგეთში ბიზნესმენი „ჯოკონდას“ გაყიდვის ინიციატივით გამოვიდა. ჩვენ შეგვიძლია გავყიდოთ ლენინის მუმია“, – წერს პოლიტიკოსი. ჟირინოვსკის აზრით, ბელადის მუმიის შესყიდვის მსურველი გამოჩნდება.

„ჩინეთი, ვიეტნამი ან რომელიმე კომუნისტი იყიდის. ლენინი კარგ მდგომარეობაშია. მას ხომ მუმიფიცირება სულ რაღაც 96 წლის წინ ჩაუტარეს“, – წერს ჟირინოვსკი.

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბელადის მუმიის გაყიდვით მიღებული „დიდი ფულით“ ქვეყნის ბიუჯეტის შევსებას აპირებს.

გარდაცვალების შემდეგ, 1924 წელს ლენინის ნეშტს ბალზამირება გაუკეთდა და მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის მუმია დღემდე წითელ მოედანზე სპეციალურად მისთვის აგებულ მავზოლეუმშია მოთავსებული. სამხედრო ისტორიკოსის, მწერალ ბორის იულინის გამოთვლით, ლენინის ნეშტის შენახვა მავზოლეუმში რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში 17 მილიონი რუბლი უჯდება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close