ხელოვნებაnewsკულტურა

ფრანგებს „მონა ლიზას“ გაყიდვა შესთავაზეს პანდემიით გამოწვეული ზარალის დასაფარავად

ტექნოლოგიური კომპანია Fabernovel-ის დამფუძნებელი სტეფან დისტენგენი (Stephane Distinguin) საფრანგეთს ლეონარდო და ვინჩის შედევრის, „მონა ლიზას“ გაყიდვას სთავაზობს, რათა ქვეყანამ შეძლოს კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის დაძლევა. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

„დრო გადის და კრიზისს ბოლო არ უჩანს. საფრანგეთის ზარალი და სახელმწიფო ვალი უკიდურესად იზრდება. ეს კი მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება. მე, როგორც მეწარმემ და გადასახადის გადამხდელმა, ვიცი, რომ ეს მილიარდები გამოგონილი არ არის და ჩვენ მოგვიწევს მათი გადახდა. აქდან გამოსავალია ის, რომ ქვეყანამ გაყიდოს ღირებული აქტივი მაქსიმალურად მაღალ ფასად, რაც ჩვენს მომავალს მინიმალურად დააზარალებს“, – ამბობს სტეფან დისტენგენი ჟურნალ Usbek & Rica-სთან ინტერვიუში.

„გარიგებას აზრი რომ ჰქონდეს, თანხა უნდა იყოს „გიჟურად“ მაღალი“, – ამბობს ინიციატივის ავტორი და „მონა ლიზას“ გასაყიდ სავარაუდო თანხასაც ასახელებს – 50 მილიარდი ევრო.

ამასთან, მისივე აზრით, შესაძლებელია, საფრანგეთი სამუდამოდ სულაც არ დაემშვიდობოს თავის განძს – უნდა მოხდეს მყიდველთან შეთანხმება იმაზე, რომ საფრანგეთს და ლუვრს შეეძლოს თვალყურის მიდევნება ტილოს გადაადგილებასა და მის მდგომარეობაზე.

2019 წელს ლუვრმა დაიწყო მუშაობა ვირტუალური რეალობის პროგრამაზე, რომელიც დამთვალიერებლებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ ლეონარდოს შედევრს ახლოდან და შორიდან მრავალრიცხოვანი ტურისტის გარემოცვის გარეშე მსოფლიოში ცნობილ გალერეაში.

ამასთან, Easyjet-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მსოფლიოს ღირსშესანიშნაობებს შორის, რომლებმაც ტურისტებს 2019 წლის აპრილში იმედი გაუცრუეს, პირველი ადგილზე სწორედ „მონა ლიზა“ დასახელდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close