მილანი, ნავილი: საღამოს 8 საათიდან პოლიცია ახალგაზრდების ჯგუფების დაშლას იწყებს (ვიდეო)
ნუტრიები კი სანაპიროზე თავისუფლად დასეირნობენ - მათ არც ნიღაბი სჭირდებათ და არც ადამიანების ეშინიათ
თითქმის ერთი კვირა მილანში ცუდი ამინდი იყო, წვიმდა, 2 დღის წინ თავსხმა წვიმის შედეგად მდინარე სევეზო ადიდდა და ქალაქის ქუჩები დატბორა.
დღეს კარგი ამინდი გამოვიდა და მზეს და სეირნობას მონატრებულმა ადამიანებმა, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდებმა ისევ მიაშურეს საყვარელ რაიონს – ნავილის…
ქალაქის ხელისუფლება მაინც ფრთხილობს, პოლიცია კი სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობს. საღამოს 8 საათის შემდეგ კარაბინერები ნავილიში სანაპიროზე მოსეირნე ახალგაზრდების ჯგუფების დაშლას იწყებენ, რაც ვიდეოზეც კარგად ჩანს.
ნუტრიები კი სანაპიროზე თავისუფლად დასეირნობენ – მათ არც ნიღაბი სჭირდებათ და არც ადამიანების ეშინიათ. ჩვენი კორსპონდენტის, ციცი ხაბელაშვილის კამერამ ერთ-ერთი მათგანი დააფიქსირა – ნუტრიას არც კამერის შიში აღმოაჩნდა. [wp-svg-icons icon=”happy” wrap=”i”]
ფოტოების და ვიდეოების ავტორი – ციცი ხაბელაშვილი
კომენტარები