ეკონომიკაიტალიამიგრაცია

იტალიის მთავრობა „მილიონობით“ მიგრანტის ლეგალიზებას დათანხმდა

იტალიის პრემიერ-მინისტრი: „მიგრანტების ლეგალიზაცია - შავ ბაზართან ბრძოლაა“

დღეს იტალიის მინისტრთა კაბინეტმა, „ქვეყნის გახსნის“ ახალი დეკრეტის (Dl Rilancio) ფარგლებში, არალეგალურად მომუშავე იმიგრანტების რეგულარიზაციის საკითხზე იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება ამგვარი მიგრანტების დროებითი ლეგალიზაციის თაობაზე. DECRETO RILANCIO-ს დამტკიცების შემდეგ, ე. წ. ამნისტიის (sanatoria) საფუძველზე, ადამიანებს საშუალება მიეცემათ, ლეგალურად იმუშაონ და გადასახადები გადაიხადონ.

ამ ინიციატივით, როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობის მინისტრი ტერეზა ბელანოვა გამოვიდა. მისი თქმით, ასეთი მიგრანტები, რომლებიც არალეგალურად მუშაობენ, ქვეყანაში „მილიონობითაა“, უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან მომვლელები (ბადანტე), შინადამხმარეები და მოსავლის ამღებები. ყველა მათგანს  ექნება საშუალება, 6 თვით კიდევ დარჩეს ქვეყანაში ლეგალურ საფუძველზე, იმუშაოს „თეთრად“ და გადაიხადოს გადასახადები.

მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შს მინისტრმა ლუჩანა ლამორჯეზემ. მისი თქმით, ამგვარი შესაძლებლობა, არადეკლარირებული სამუშაოს ნაცვლად, მიგრანტებს, რომლებიც მოსავლის აღებაზე არიან დასაქმებულები, აგრეთვე, ისეთ ადამიანებს, რომლებიც „ჩვენს სახლებში მუშაობენ მომვლელებად და ოჯახის დამხმარეებად“, საშუალებას მისცემს, კანონიერ საფუძველზე იმუშაონ. „მთავრობის  მიზანია, გარანტირებული იყოს ადამიანების ღირსების, კანონის და შრომის ბაზრის მოთხოვნების დაცვა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ამის შესახებ „ანსა“ წერს.

საუბარია იმიგრანტებზე, რომლებსაც უკვე ჰქონდათ დროებითი ბინადრობის უფლება და მუშაობდნენ, მაგრამ მათ საბუთს ვადა გაუვიდა და ქვეყანა არ დატოვეს დადგენილ ვადაში.

12 მაისს პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ პასუხად (რომელმაც კვირას ჯერ მხარი დაუჭირა შეთანხმებას, ორშაბათს კი წინააღმდეგი წავიდა) განაცხადა, რომ არალეგალური იმიგრანტების „ლეგალურ მოედანზე“ შემოყვანა არა მარტო მოსავლის აღებაში დაეხმარებათ, არამედ „შრომის შავ ბაზართან“ ბრძოლაშიც. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავად „5 ვარსკვლავის მოძრაობაში“ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანობა არ იყო.

როგორც ცნობილია, ტერეზა ბელანოვას წინადადების წინააღმდეგ გამოდიან ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, სალვინის „ლიგა“. ისინი აცხადებენ, რომ ასეთ სამუშაოზე უნდა მიიზიდონ იტალიის მოქალაქეები, რომლებიც უმუშევრები არიან და არა – არალეგალური მიგრანტები.

ამის მიუხედავად, როგორც ექსპერტები გუშინ ვარაუდობდნენ, მთავრობამ ინიციატივა დაამტკიცა და იმ მიგრანტებს, რომლებიც ამჟამად არალეგალურად მუშაობენ, ლეგალიზაციის შანსი მალე მიეცემათ (დროებით, 4-6 თვით).

რაც შეეხება დეტალებს, მათ შორის, ერთჯერად შენატანს, ამას მთავრობა ბრაძანებულებით განსაზღვრავს.  ilsole24ore წერს, რომ ერთ მომუშავეზე გათვალისწინებულია ერთიანი შენატანი (Un contributo forfettario) 400 ევრო; აგრეთვე, შენატანი titolo-ს, contributivo e fiscale-სა და determinarsi-სთვის; ამას გარდა, 160 ევრო თითოეული იმ მიგრანტისთვის, რომელიც 6-თვიან ბინადრობის უფლებას მიიღებს სამუშაოს საძიებლად, დასაქმების შემთხვევაში კი ამგვარი ბინადრობის უფლება უკვე შესაძლებელია მუშაობის უფლებად გარდაიქმნას (კონვერტირდეს).

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close