ესპანეთში კოვიდ-19-ისგან 113 წლის ქალი გამოჯანმრთელდა
ესპანეთში 113 წლის ქალი კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.
მარია ბრანიასი (María Branyas) სან ფრანცისკოში (აშშ) დაიბადა 1907 წელს, სადაც მამამისი სამუშაოდ ჩავიდა. ამჟამად მარია ბრანიასი ესპანეთის ქალაქ ოლოტში, სანტა მარია დელ ტურას რეზიდენციაში ცხოვრობს, სადაც ბოლო დღეებში კოვიდ-19-ისგან გარდაცვალების 2 შემთხვევა დადასტურდა.
მარიას 113 წელი 4 მარტს შეუსრულდა – ამ დღეს მოინახულეს იგი ბოლოს ქალიშვილმა და ახლობლებმა, შემდეგ უკვე მხოლოდ სატელეფონო კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსის გამო. ესპანეთის უხუცესი ქალბატონი ორი მსოფლიო ომის მომსწრე იყო, ასევე გადაურჩა სამოქალაქო ომს და 1918 წლის ესპანური გრიპის პანდემიას.
მას შემდეგ, რაც მარია ბრანიასს კოვიდ-19-ის დიაგნოზი დაუსვეს, მისი გადარჩენის იმედი ოჯახის წევრებს თითქმის აღარ ჰქონდათ, თუმცა 113 წლის ქალს დაავადების მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა და რამდენიმეკვირიანი იზოლაციის შემდეგ გამოჯანმრთელდა.
❤️❤️❤️ La Maria Branyas d’Olot, la súper centenària més gran de Catalunya i de l’Estat amb 113 anys, ha superat amb èxit la #COVID19! Felicitats, @MariaBranyas112!
Aquesta setmana l’entrevisten a #PrimeraLíniaTV3. 😘 pic.twitter.com/K6ybN00Mmw— Salvador Vergés🎗 (@salvaverges) May 10, 2020
კომენტარები