fbpx
საზოგადოებასაქართველო

თენგიზ ცერცვაძე: საფრანგეთში კორონავირუსით სიკვდილობა 19,5%-ია, გერმანიაში – 4,5%, ხოლო საქართველოში – 1,5% (ვიდეო)

ურწმუნოებისა და სკეპტიკოსების გასაგონად ვიმეორებ: საფრანგეთში სიკვდილობა არის 19,5 პროცენტი ანუ ყოველი მეხუთე ინფიცირებული ადამიანი კვდება, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.

„საფრანგეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში სიკვდილობა 19,5 პროცენტია. იცით, ეს რას ნიშნავს?! იმას, რომ დადასტურებული შემთხვევებიდან ყოველი მეხუთე კვდება. ახლა ჩნდებიან სოფისტიკური მტკიცებულებების მომხრეები, რომლებიც ამბობენ, რომ ინფიცირებულთა რეალური ციფრი შეიძლება, ბევრად მეტი იყო და სიკვდილობის ის 19 პროცენტი რეალური არ არის და სინამდვილეში ნაკლებია. კი ბატონო, შესაძლოა ინფიცირებულების რეალური რიცხვი მეტია, მაგრამ საერთოდ, სიკვდილობა ყველა დაავადებაში დადასტურებული შემთხვევებიდან ითვლება. იგივე ონკოლოგიური დაავადების დროს, კარდიოლოგიური დაავადებების დროს, „ღორის გრიპის“ დროს და ნებისმიერი დაავადების დროს სიკვდილობას ყველა დადასტურებული შემთხვევებიდან ითვლიდა და არა იმისგან, სავარაუდოდ რამდენი ათასი კაცი შეიძლებოდა, ყოფილიყო ინფიცირებული“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ევროპის არაერთ ქვეყანაში, იტალიაში, ესპანეთში და სხვაგან სიკვდილობა 10 პროცენტზე მეტია, ხოლო გერმანიაში, რომელიც ეტალონ ქვეყანად ითვლება – 4,5 პროცენტი, საქართველოში კი 1,5 პროცენტია.

კოვიდ-19-ის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ოპტიმისტები, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ სიფრთხილე.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close