newsსაქართველო
„ჯორჯიან ეარვეისი“ 12 მაისს დაგეგმილ ლონდონი-თბილისის რეისთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

იმ ქართველების საყურადღებოდ, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ, „ჯორჯიან ეარვეისი“ ინფორმაციას ავრცელებს.
ავიაკომპანიის ცნობით, 12 მაისს დაგეგმილ ლონდონი-თბილისის რეისზე ბილეთები ჯერ კიდევ დარჩენილია.
„ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ადგილები ლონდონი-თბილისის რეისზე. ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ ვებსაიტს ბილეთებისთვის! რეისი შედგება 12 მაისს, გეთვიკის აეროპორტიდან“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კომენტარები