საბერძნეთში მართვის მოწმობას სახლში მოგიტანენ
კორონავირუსის ეპიდემიამ საბერძნეთის მთავრობას ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებისკენ უბიძგა. დაიწყო რეფორმები, რომელთა შესახებაც დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ რეალური ნაბიჯები დღემდე არ იდგმებოდა.
ერთ-ერთი პრობლემა სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობების გაცემას უკავშირდება. მოქალაქეებს ტრანსპორტის სამინისტროს შესაბამის რეგიონულ სამსახურებში საათობით უწევდათ ცოცხალ რიგში ლოდინი.
ატიკის ოლქის რეგიონული სამმართველოს უფროსის, გიორგოს პატულასის ინიციატივით, ამიერიდან ოლქის მცხოვრებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, მართვის მოწმობა სახლში მიიღონ. ამისათვის მათ შესაბამის სამსახურში უნდა დარეკონ. მართვის მოწმობას ისინი საფოსტო გზავნილის სახით მიიღებენ და დამატებით გადასახადსაც არ გადაიხდიან.
სისტემა 11 მაისს ამოქმედდება. ამას გარდა, თუკი გსურთ მართვის მოწმობა ძველი წესით მიიღოთ, ამ შემთხვევაშიც ტელეფონის მეშვეობით უნდა დანიშნოთ რანდევუ და თავიდან აიცილოთ რიგში დგომა.
გიორგი ჯანელიძე
აქვე გთავაზობთ რაიონული სამსახურების ტელეფონის ნომრებს:
ათენის ცენტრალური სამსახური (ხოლარგო): 2131600612
ჩრდილოეთ ათენის სამსახური (მარუსი): 2132100557
სამხრეთ ათენის სამსახური (ალიმოს): 2132101561
დასავლეთ ათენის სამსახური (პერისტერი): 2132100340
აღმოსავლეთ ატიკის სამსახური (სტავროს აღიას პარასკევის): 2132122622
დასავლეთ ატიკის სამსახური (ელევსინა): 2131600964
პირეოსისა და კუნძულების სამსახური (პირეოსი): 2131603125
წყარო: newsauto.gr
კომენტარები