ჰოროსკოპი

მაისის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის – რას გვპირდებიან ვარსკვლავები

7 მაისს სავსემთვარეობაა, 22 მაისს - ახალმთვარეობა

7 მაისს სავსემთვარეობაა, მთვარე მორიელის ნიშანში იქნება – დადგა დრო, რომ ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები მიიღოთ. უმჯობესდება გონებრივი მუშაობა, ძლიერდება კონცენტრაციის უნარი პრობლემების არსის ჩასაწვდომად და მაღალია თვითკრიტიკის დონე – ეს ყველაფერი კი საშუალებას იძლევა, ნამდვილად მნიშვნელოვანი, ღირებული საკითხები უმნიშვნელოსა და შემთხვევითისგან განასხვაოთ. შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ ახალი საქმეები, შეიმუშაოთ ახალი პროექტების ბიზნეს-გეგმები და ყველანაირი პასუხისმგებლობა იკისროთ, საკუთარ თავზე რის აღებასაც შეძლებთ. სავსე მთვარე (მთვარის კალენდრის მე-15 დღე) უმნიშვნელოვანეს ზეგავლენას ახდენს ყველაფერ ცოცხალზე დედამიწაზე. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს მწვავდება ქრონიკული დაავადებები, აგრეთვე, ფსიქიკური პრობლემები; მოერიდეთ ალკოჰოლს.

22 მაისს კი – ახალმთვარეობაა და მთვარე კუროს ნიშანში შევა. კურო მატერიალური სტაბილურობის ნიშანია, ამიტომ ამ დღეს კარგი იქნება სხვადასხვა სახის ფინანსური ოპერაციის ჩატარება და გარიგებების დადება. აგრეთვე, კარგად წავა ნებისმიერ უძრავ ქონებასა და სხვა ქონებრივ საკითხებთან, მათ შორის, მხატვრულ ფასეულობებთან დაკავშირებული საქმეები. ეს არის მთვარის კალენდრის 30-ე და, შესაბამისად, შედეგების შეჯამების და საქმეების დასრულების დღე. 

ზოდიაქოს რომელ ნიშნებზე როგორ გავლენას მოახდენს ციური მნათობების განლაგება მაისში, ვის აქვს წარმატების და ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესების ყველაზე დიდი შანსი და რა შემთხვევაში? – ასტროლოგების პროგნოზი ასეთია:

 

ვერძი

ვერძებისთვის მაისში სასარგებლო იქნება ბოლომდე მიიყვანონ ყველა დაწყებული საქმე, მეტი ურთიერთობა ჰქონდეთ პოზიტიურ ადამიანებთან და უარი არ თქვან ადრე დაგეგმილ პროექტებზე.  ვარსკვლავები და პლანეტები მათ მხარეზე არიან, ამიტომ ვერძები წარმატებით შეძლებენ ჩანაფიქრის განხორციელებას. ფული იტრიალებს ამ ნიშნის შრომისმოყვარე და მეწარმე წარმომადგენლების გარშემო, რომლებმაც იციან რას, რატომ და რისთვის  აკეთებენ და ასევე ახალი მეგობრების შეძენის გამორჩეული უნარი აქვთ.

 

კურო

კუროს ნიშნის წარმომადგენლებმა უნდა გააანალიზონ საკუთარი თავი და ცხოვრება იმ კუთხით, რას აკეთებდნენ არასწორად, რათა მაისში დაიწყონ ამ შეცდომების გამოსწორება და გაზარდონ თავიანთი ფინანსური წარმატების შანსი. ფულს უყვარს ისეთი ადამიანები, რომლებმაც იციან მისი სწორად განკარგვა და ქველმოქმედებასაც არ ივიწყებენ. არ ღირს მისი დახარჯვა უსარგებლო ნივთებზე, გართობაზე. შეგიძლიათ თამამად განახორციელოთ ინვესტიცია საკუთარ განვითარებისა და განათლებაში.

 

ტყუპი

ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის მაისში წარმატების მთავარი პირობა იქნება საკუთარი ენერგიის მართვის უნარი. მთელი თვის განმავლობაში ვარსკვლავები მათ ფინანსურ წარმატებას ხელს უწყობენ და სასიამოვნო სიურპრიზებს სთავაზობენ. ასტროლოგები ტყუპებს ურჩევენ, არ დაიზარონ და მუდმივად ეძებონ ახალი გატაცებები (ჰობი) და შემოსავლის ახალი წყაროები.

 

კირჩხიბი

ვარსკვლავები და პლანეტები ააქტიურებენ ფინანსურ ნაკადებს, რაც ხალხს ფულის მიზიდვაში ეხმარება. მაისში კირჩხიბებს გაუმართლებთ ფინანსების და სამუშაოს მხრივ. მათთვის ყველაზე წარმატებული ისეთი პროფესიები იქნება, როგორიცაა: კონსულტანტი, ფსიქოლოგი, ექიმი. ფინანსური ნაკადი დაკავშირებული იქნება ხალხთან ურთიერთობასა და მათდამი დახმარების გაწევასთან, ასევე მნიშვნელოვანია ემოციების გაცვლა-გამოცვლა. სწორედ ამიტომ, ფულის დაზოგვის მიზნით, კირჩხიბებმა  უფრო ნაკლებად უნდა გამოავლინონ ნეგატივი და მეტად უნდა ეცადონ ურთიერთგაგებას, სხვების პატივისცემას. შეგიძლიათ თამამად წამოიწყოთ ახალი პროექტები.

 

ლომი

ლომებისთვის იწყება პერიოდი, რომლის დროსაც მარტივად შეუძლიათ მიაღწიონ სასურველ შედეგს ფინანსურ სფეროში. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა უნდა შეინარჩუნონ საღი აზრი და არ შეცვალონ გეგმები ბოლო წამებში – ძალიან მნიშვნელოვანია იარონ იმ გზით, რომელიც ადრე აირჩიეს. თუ გეგმები ჩაიშლება, არ ღირს ამაზე ნერვიულობა – ესე იგი, ასე სურთ ვარსკვლავებს და თქვენთვის ასე უკეთესია.

 

ქალწული

მაისი შესანიშნავი დროა ვაჭრობისთვის, შოპინგისთვის, განათლებაში ინვესტიციისთვის. სასარგებლო იქნება საქმიანი ურთიერთობები და გარემოს შეცვლა. ასტროლოგები ქალწულს ასევე ურჩევენ, რომ ეძებონ შემოსავლის ახალი წყაროები და ახალი შთაგონებები. ეს საკმაოდ ხელსაყრელი პერიოდია, მაგრამ მაისში, ყოველდღე, იღბალი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ქალწული დილიდანვე, რამდენად კარგად განაწყობს საკუთარ თავს წარმატებისთვის.

 

სასწორი

სასწორმა უნდა იფიქროს ხვალინდელ დღეზე, გვერდზე გადადოს წარსულზე ფიქრი, თვითგვემა და სხვა მსგავსი პრობლემები, რაც უკან ექაჩება. ამ ადამიანებს სიტყვებისა და აზრების ძალა ხელს შეუწყობს შეცვალონ თავიანთი ფინანსური მომავალი. საჭიროა მეტი საუბარი ფინანსებზე,  ახალი ცოდნის შეძენა, ყურადღებით იყავით მოლაპარაკებებზე, გარკვეულ სიტუაციებში იყავით მოქნილი, ზოგიერთში – მკაცრი და ურყევი. მაისი შესანიშნავია ძვირადღირებული შენაძენებისთვის, სახლში რემონტის დაწყებისთვის.

 

მორიელი

მორიელებს უჩვეულო პერიოდი ელით – ამ დროს ფინანსური იღბალი არასტაბილური იქნება. ფულს უყვარს თავდაჯერებული მორიელები, ამიტომ მაისში უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და არ შეცვალოთ გეგმები ბოლო წამებში. სიფრთხილე სტაბილურობის საფუძველია. ასტროლოგები გირჩევენ, დროებით შეწყვიტოთ ფულის ხარჯვა განსაკუთრებული საჭიროების გარეშე.

 

მშვილდოსანი

ფულს უყვარს ოპტიმისტი ადამიანები და მშვილდოსანიც სწორედ ასეთია. ფინანსური სფერო მათთვის მეორე პლანზე გადავა, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება. ახლა მშვილდოსნისთვის ყველაზე მთავარია ის, რომ  მთლიანობაში უფრო ბედნიერად იგრძნოს თავი. ასტროლოგები მათ ურჩევენ, რომ სამსახურში და ბიზნესში დროებით მოერიდონ გარისკვას და გადაწყვეტილებების მიღებას ემოციურ ნიადაგზე. აუცილებელია იმოქმედონ ცივი გონებით და არ დაავიწყდეთ, რომ ფულთან დაკავშირებულ საქმეებში სიჩქარეს მხოლოდ უსიამოვნება მოაქვს.

 

თხის რქა

ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისებაა, საკუთარ თავზე აიღონ სხვების პრობლემები. თხის რქა ამ მხრივ ხშირად დაუცველია, ამიტომ დროა, პირველ რიგში, თქვენს თავზე იფიქროთ. ახლა სასურველი არ არის დროისა და ფულის სხვებზე დახარჯვა. საჭიროა გამოიჩინოთ სიფრთხილე და მომჭირნეობა. მაისში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება დროისა და ენერგიის  სწორი გამოყენება. ასტროლოგები გირჩევენ, რაც შეიძლება მალე დაასრულოთ ყველა დავალება სამსახურში, რათა მეტი გამოიმუშაოთ და ავტორიტეტი აიმაღლოთ.

 

მერწყული

ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის საუკეთესო არ იქნება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი დღე დაიწყოთ ფიქრით საკუთარი თავდაჯერებულობის შესახებ, იმაზე, რომ ყოველი ახალი თუ ძველი საქმე დიდ შემოსავალსა და კმაყოფილებას მოგიტანთ. დიდი ფულადი დანახარჯი უმჯობესია 21 მაისის შემდგომ პერიოდში გადაიტანოთ. თვის დასაწყისში უმჯობესია შემოსავლებზე მოახდინოთ სრული კონცენტრაცია.

 

თევზები

ეს იქნება ძალიან წარმატებული პერიოდი თევზებისთვის. ფულად სფეროში არაერთი პროფესიის წარმომადგენლებს გაუმართლებთ, განსაკუთრებთ კი მათ, ვინც დამოუკიდებლად მუშაობს. ეს ეხება, მაგალითად, ფრილანსერებს. ამ ნიშნის შრომისმოყვარე წარმომადგენლებს ასტროლოგები ურჩევენ, გაითვალისწინონ სამყაროს გაფრთხილებები მოგებასთან დაკავშირებით. ასევე, სასურველია გახსოვდეთ, რომ  უბრალოდ არაფერი ხდება. თითოეულ მოვლენას აქვს თავისი მიზეზი და  შედეგები. თვის დასაწყისში შეგიძლიათ თამამად დახარჯოთ ფული ყველაფერში, რაც ცხოვრებას გაგიხალისებთ.

მოამზადა თამთა გურულმა   

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close