მსოფლიოსაზოგადოება
პანდემიის მიუხედავად ისრაელში ხსოვნის დღე აღინიშნა
ისრაელში 28 აპრილს ხსოვნის დღე აღინიშნა. მთელ ქვეყანაში ისმოდა სასიგნალო სირენის ხმა. ისრაელმა პატივი მიაგო სხვადასხვა ომში დაღუპულ თავის 23 816 სამხედრო მოსამსახურეს და ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებში დაღუპულ 4166 თანამემამულეს.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სახელმწიფო ცერემონია იერუსალიმის ჰერცლის მთაზე, ომის მსხვერპლთა სასაფლაოზე ჩატარდა, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით.
ცერემონიას დაესწრნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი, ქნესეთის სპიკერი ბენი განცი, უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტი ესთერ ხატი და IDF-ის შტაბის უფროსი ავივ კოხავი.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები