მსოფლიოტექნოლოგიები

შენიშნეთ ცაზე ჩამწკრივებული მანათობლები? – ეს მფრინავი თეფშები არ არის, მაშ რაა? (ვიდეო)

ბოლო დღეებში ბევრმა შენიშნა ღამის ცაზე ერთ რიგად მოძრავი მანათობელი წერტილები. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მოვლენის ამსახველი ფოტოებიც. გაჩნდა კითხვებიც – რას ასახავს ეს უჩვეულო მოვლენა, რასთან გვაქვს საქმე?

ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როდესაც ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა წამოიწყო ერთი შეხედვით დაუჯერებელი პროექტი – ინტერნეტი მთელ დედამიწას, პირდაპირ კოსმოსიდან. პროგრამას მასკმა Starlink-ი უწოდა და მას მასკის კომპანია „სფეის იქსი“ ახორციელებს. თანამგზავრების გაშვება ეტაპობრივად მიმდინარეობს. საცდელი თანამგზავრები პირველად 2018 წელს გაუშვეს, პირველი 60 თანამგზავრი კი – 2019 წლის მაისში. ბოლო ერთი კვირაა, „სფეის იქსი“ ხომალდების ახალ ნაკადს უშვებს და ორბიტაზე გასული თანამგზავრების მოძრაობა საქართველოს ციდანაც შესანიშნავად ჩანს.

პროგრამა Starlink-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე ეტაპობრივად გაეშვება 40 000 ხელოვნური თანამგზავრი, რომლებიც ინტერნეტით მთელ პლანეტას დაფარავენ და ამ მხრივ გაცილებით გადააჭარბებენ თანამგზავრული ინტერნეტის ამჟამად მოქმედ ნებისმიერ პროვაიდერს.

მასკის განცხადებით, მისი მიზანია, უახლოეს ხანებში Starlink-მა ინტერნეტი მიაწოდოს დედამიწის ისეთ რეგიონებს, სადაც ინტერნეტი აქამდე არასოდეს ყოფილა. მისივე თქმით, ასეთი რეგიონებისთვის ბეტატესტირების ფაზა უახლოეს რამდენიმე თვეში დაიწყება, საყოველთაო ტესტირება კი – ექვს თვეში.

გააგრძელე კითხვა აქ: https://1tv.ge/news/tanamgzavruli-internetis-epoqis-moakhloebis-mauwyeblebi-cashi-ilon-maskis-starlink-is-tanamgzavrebi-ukve-saqartvelodanac-chans/?fbclid=IwAR2wVkdqnC_nlhsFszu-ZGTguzgdelgr1xav7CMouparQK7zP8g9slyY_q8

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close