რჩევებისპორტი

7 ბარპი 7 დღის განმავლობაში: როგორ შევინარჩუნოთ ფორმა მხოლოდ ერთი ვარჯიშით

ბარპი (Burpee)  ფიტნესის მოყვარულთა ფავორიტია, ყველა რუტინული ვარჯიშის გარდაუვალი ელემენტი, მაგრამ, ამავდროულად, ეფექტიანია მაშინაც, როდესაც ცალკე ასრულებ. მივყვეთ ჩემპიონთა რჩევებს.

მხოლოდ ერთი მოძრაობა ააქტიურებს ყველა კუნთს? როგორ ჩანს – კი! კორონავირუსის ეპიდემიის გამო გამოცხადებული კარანტინი იძულებულს გვხდის იზოლირებულები ვიყოთ სახლში, სადაც ხშირად არ გვაქვს სრულფასოვანი ვარჯიშისთვის საკმარისი ადგილი და პირობები. ასეთ დროს მშველელად ბარპი გვევლინება.

იტალიურმა გაზეთმა gazzeta.it-მა იმისათვის, რომ მკითხველისთვის ბარპიზე მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია, მარიო სილვესტრი აირჩია, ჩემპიონი, გინესის მსოფლიო რეკორდსმენი: ერთ წუთში – 47 ბარპი (გინესის მსოფლიო რეკორდი) და Most chest to ground burpees (ბარპისის განსვავებული ფორმა) ერთ საათში – 876 rpt (RHR-ის რეკორდი).

მარიო განგვიმარტავს, თუ რას წარმოადგენს ბარპი (Burpee)

„ეს არის სავარჯიშო, რომელიც უშუალოდ მოიცავს ფეხებს, დუნდულებს, სხეულის მთელ ცენტრალურ არეალს, გულს, ზურგს, გულმკერდს და მკლავებს, ირიბად კი, აგრეთვე, შუალედურ, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ზონებს. მთლიანობაში შედეგი მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გაუმჯობესებაზე. სწრაფ მოძრაობას ორგანიზმის ტონუსში მოჰყავს,  გამძლეობასა და კოორდინაციას უწყობს ხელს“.

ბარპის რამდენი სახეობა არსებობს?

შვიდი რეალური, არა „შენიღბული“.  თვეების განმავლობაში თანდათან უნდა გაართულოთ ვარჯიში, სწორი განვითარებით, მარტივით დაიწყებთ და ნელ-ნელა გადახვალთ  რთულზე. წარმატების მისაღწევად აუცილებელია ძირითადი, კლასიკური ვარიანტით დაწყება და შემდეგ გაგრძელება, სანამ ყოველკვირეულად უპრობლემოდ არ გადახვალთ შემდეგ ეტაპზე. ვარჯიშის თანდათანობით გართულება კარგი შედეგის გასაღებია. ვარიანტები ასეთია: Burpees, Push up burpees, One leg burpees, Shoulder touch burpees, Double jump burpees, High knne burpees, Box Jump Burpees“.

რა სარგებლობა მოაქვს ბარპის?

„მიუხედავად იმისა, რომ ექსკლუზიურად აერობიკას არ წარმოადგენს, Burpee ხელს უწყობს ცხიმისა და კალორიების დაწვას. მიზეზი? – ძირითადად, მოკლე დროში მოძრაობის რაოდენობის სიხშირე. საკუთარ თავს იწვევ, რაც მეტაბოლიზმს ზრდის და შედეგად კალორიების წვა ხდება. ასე რომ, ცხიმის მასა კუნთებზე დატვირთვის გარეშე მცირდება,  სხეული დასვენებულზეც განაგრძობს ცხიმის წვას და სიმსუქნის „ბალიშები“ ქრება“, – გარანტიას გვაძლევს ჩემპიონი.

თვითიზოლაციის დროს, როდესაც ფიზიკური აქტივობა ნაკლებია და მუდმივად სახლში ყოფნის გამოც საკვების მოხმარებაც იზრდება, სხეულის ფორმების შენარჩუნება რთულდება, შესაბამისად, ჩნდება კითხვა: სად არის ყველაზე სწორი და მარტივი გამოსავალი?

პირადად მე და ჩემი ოჯახის კიდევ 2 წევრი (მათ შორის, 6 წლის შვილი), საღამოს საათებში ერთიანად ვაკეთებთ დღეში 100 ბარპის. როდესაც gazzeta.it-ის სტატია წავიკითხე, საკუთარი დადებითი გამოცდილებიდან გამომდინარე,  სურვილი გამიჩნდა, nostal.ge-ს მკითხველისთვის გამეზიარებინა ეს სასარგებლო ინფორმაცია. ამასთან ერთად, დავურთავ ვიდეოს, როგორ ვასრულებთ სამივე ერთად ბარპის.

ციცი ხაბელაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close