რას არ გაიგებ/ფაქტებისაქართველო
ქართული ქორწილი ველოსიპედებით (ვიდეო)
პანდემიამ ცხოვრების წესი ყველას შეგვაცვლევინა. იმას, რაც ურყევ ტრადიციად მიგვაჩნდა, დღეს მეტ-ნეკლებად იოლად შეველიეთ: ხელის ჩამორთმევა შეხვედრისას, მონატრებულ ადამიანთან ჩახუტება, კოცნა, როგორც მეგობრული ჟესტი, მილოცვა სუფრასთან სადღეგრძელოებით და ბევრი სხვა.
მაგრამ კარანტინმა ვერ გააუქმა მეზობლობა, მეგობრობა და სიყვარული, უბრალოდ, სხვა ყაიდაზე გადავეწყვეთ.
თბილისში ნეფე-პატარძალი ველოსიპედებით გამოჩნდა. უჩვეულო ქორწილის მაყარმა დედაქალაქის ქუჩები მხიარული შეძახილებით მოიარა.
ახალდაქორწინებული წყვილი – ქეთევან კვირკველია და ნიკა ჟღენტი ფეისბუქვარსკვლავებად იქცნენ.
კომენტარები