fbpx
პოლიტიკასაქართველო

შეზღუდვების შემსუბუქების რა სქემას გვთავაზობს საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობამ პანდემიის გამო საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ექვსეტაპიანი გეგმა წარმოადგინა. ეტაპებს შორის შუალედი, საშუალოდ, ორი კვირა იქნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარის განცხადებით, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად, გადაწყვეტილება მიიღება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე.

პირველი ეტაპი: 27 აპრილი – 11 მაისი

27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. გარდა ამისა, სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა – საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

მეორე ეტაპი: 11 – 25 მაისი

დაშვებული იქნება მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოების და ავტოსერვისების სრულად ამუშავება, კომპიუტერების და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

მესამე ეტაპი: 25 მაისი – 8 ივნისი

მესამე ეტაპზე გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები (გარდა მოლებისა), რომლებსაც აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე, ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პირველი, მეორე და მესამე ეტაპი, ეს ის ძირითადი საქმიანობებია, რომელიც სრულად არა, მაგრამ ძირითადად ღია სივრცესთან არის დაკავშირებული.

მეოთხე ეტაპი: 8 ივნისი – 22 ივნისი

იხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეხუთე ეტაპი: 22 ივნისი – 6 ივლისი

იხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი, კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით.

მეექვსე ეტაპი: 6 ივლისი – 20 ივლისი

აღდგება გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა; აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები, საგანამათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close