მსოფლიოსაზოგადოება

COVID-19 „ბიბლიური მასშტაბის შიმშილობით“ გვემუქრება – დევიდ ბისლი

 

„შიმშილობამ რამდენიმე თვეში შეიძლება კაცობრიობას საფრთხე შეუქმნას, თუ  შესაბამის ზომებს არ მივიღებთ“, – ამის შესახებ გაეროს მსოფლიოს სასურსათო პროგრამის დირექტორმა დევიდ ბისლიმ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც ტელეფორმატით გაიმართა.

კარანტინი და შემდგომი რეცესია – შემოსავლის მასობრივი ვარდნის მიზეზებია, განსაკუთრებით ღარიბი მუშახელისთვის. შემცირდა სურსათის მიწოდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ჰაიტი, ნეპალი და სომალი. ტურიზმის სფეროს კრიზისი კატასტროფა იქნება ეთიოპიის ეკონომიკისთვის, სადაც ამ სექტორის შემოსავალი ქვეყნის ექსპორტის მთლიანი მოცულობის დაახლოებით 47%-ს შეადგენს.

ექსპერტების აზრით, უკვე დღეის მონაცემებით, ყოველდღე 820 მილიონზე მეტი ადამიანი ქრონიკულად მშიერი იძინებს, კიდევ 135 მილიონისთვის შიმშილობის კრიტიკული დონე უახლოეს დღეებში დადგება, მალე კი მათ მინიმუმ 130 მილიონი ადამიანი მიემატება.

ამრიგად, შიმშილობის საფრთხე ძალზე რეალურია მილიარდზე მეტი ადამიანისთვის.

ყველაზე უარესი სცენარით, შიმშილობის ზღვარზე მყოფ ქვეყნების სიას შესაძლოა კიდევ 30 ქვეყანა დაემატოს. ზოგ ქვეყანაში ადამიანები უკვე განიცდიან სურსათის ნაკლებობას ჰუმანიტარული პრობლემების გამო. ძირითადად, ეს იმ რეგიონების მოსახლეობაა, სადაც შეიარაღებული კონფლიქტები მიმდინარეობს.

თამარ ქავჟარაძე

წყარო

ამავე თემაზე: „შიმშილის სპირალი“: კორონავირუსი საკვების მიწოდების ჯაჭვებს ანადგურებს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close