fbpx
მედიცინა

მეცნიერებმა კორონავირუსს „სუსტი წერტილი“ უპოვეს

მეცნიერებმა კორონავირუს SARS-CoV-2-ის გარსში „სუსტი ადგილი“ აღმოაჩინეს. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია საიტზე Phys.org.

მათ აღნიშნეს, რომ კორონავირუსები უჯრედებს S-ცილების დახმარებით უკავშირდებიან, რომლებიც მათ „გვირგვინს“ ქმნიან. ამავდროულად, SARS-CoV-2-ის S-ცილები დაფარულია მცირე ნახშირწყლოვანი მოლეკულებით – გლიკანებით, რომლებიც, სპეციფიკური მოლეკულური ინფორმაციის მცირე რაოდენობის გამო, იმუნურ სისტემას ვირუსის ამოცნობის საშუალებას არ აძლევენ.

კორონავირუსის S-ცილების გლიკანების სტრუქტურა

 

„ნახშირწყლების წყალობით ვირუსი ცხვრის ტყავში გახვეული მგლის მსგავსად მოქმედებს, მაგრამ ჩვენ შევიტყვეთ, რომ კორონავირუსს ეს ისე კარგად არ გამოსდის, როგორც სხვა ვირუსებს“, – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი მაქს კრისპინი.

საუთჰემფტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კორონავირუს SARS-CoV-2-ს ნახშირწყლებით „შენიღბვაში“ აშკარა ხარვეზები (ღრეჩოები) აქვს, რაც მას უფრო დაუცველს ხდის, ვიდრე, მაგალითად, შიდსის ვირუსია, რომლის ზედაპირული ცილები შეუვალი ნახშირწყლოვანი მემბრანითაა დაცული.

სპეციალისტების აზრით, S-ცილის დაუცველი ადგილების გამოვლენა ორგანიზმის იმუნურ სისტემას საშუალებას მისცემს, კორონავირუსი SARS-CoV-2 დაინახოს, ასევე ხელს შეუწყობს მეცნიერებს, შეიმუშაონ ლაბორატორიული ანტისხეულები, რომლებიც ცილის მოლეკულების მოშიშვლებულ მონაკვეთებს დაუკავშირდებიან და ვირუსებს უჯრედებთან ურთიერთქმედების საშუალებას არ მისცემენ.

თამარ ქავჟარაძე

წყარო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close