სამზარეულორჩევები
უგემრიელესი სააღდგომო პასქა – რჩეული, თანაც საკმაოდ მარტივი რეცეპტი

საჭირო პროდუქტი:
1.5 კგ პურის ფქვილი; 8 კვერცხი; 300 მლ წყალი; 110 გ მყარი საფუარი (ან 3 სუფრის კოვზი გრანულებიანი საფუარი); 500 გ შაქარი; 500 მლ რძე; 500 გ კარაქი; 100 გ დაშაქრული ხილი; 200 გ ნუში სურვილისამებრ); ვანილიანი შაქრის პუდრი; ჯავზი და ილი გემოვნებით; ცოტაოდენი მარილი; 100 გ მანანის ბურღული.
მომზადება:
- 300 მლ თბილ წყალში გახსენით საფუარი, დაუმატეთ 1 ჩ.ჭ. ფქვილი, აურიეთ კარგად და აცალეთ ამოსვლა. შემდეგ გაათბეთ რძე და მასში ჩაყარეთ დანარჩენი ფქვილი. შეურიეთ ერთმანეთს ორივე მასა და დატოვეთ ცომი 15 წუთის განმავლობაში.
- 8 კვერცხს (ცილიან-გულიანად) დაუმატეთ მწიკვი მარილი, 500 გ შაქარი და კარგად გათქვიფეთ მიქსერით. ეს მასა ცომს შეურიეთ.
- შემდეგ ცომს დაუმატეთ დარბილებული კარაქი და ხელით კარგად მოზილეთ. როდესაც ცომი ხელებს აღარ მიეკვრება, დააფარეთ ხელსახოცი და თბილ ადგილას დატოვეთ 1 საათის განმავლობაში.
- ამოსულ ცომს დაუმატეთ ვანილი, დაფქული ილი, ჯავზი და დაშაქრული ხილი. აგრეთვე, 200 გ ნუში (ნუშები წინასწარ შუაზე გაჭერით გრძლად). ცომი ისევ ჩაზილეთ. ცომი თავიდან უნდა ამოვიდეს.
- პასქის ლითონის ფორმებს ცხიმი წაუსვით და მანანის ბურღული მოაყარეთ (თუ ქაღალდის ფორმები გაქვთ, ცხადია, ჯობია, რადგან არც ცხიმის წასმა სჭირდება და არც მანანის ბურღულის მოყრა). გაანაწილეთ მათში ცომი (ფორმის დაახლოებით ერთი მესამედი), დადგით თბილ ადგილას მანამ, სანამ ფორმები არ გაივსება.
- შედგით წინასწარ გახურებულ ჰაერღუმელში 170 გრადუსზე და აცხვეთ 40-60 წუთის განმავლობაში (ცხობის დრო დამოკიდებულია ფორმების სიდიდეზე). ძალიან არ გამოაშროთ.
რჩევები:
- პასქების ფორმები ცხობისას ერთმანეთს დააშორეთ, სულ ცოტა, 5 სმ-ით მაინც, რომ კარგად გამოცხვეს, ერთმანეთთან თუ მიაბჯენთ, ძირი და თავი დაიწვება და გვერდები არ გამოუცხვება.
- თუ დაინახავთ, რომ თავები ეწვება და ჯერ გამომცხვარი არ არის, ზემოდან ფოლგის ფურცელი დააფარეთ.
- დაშაქრული ხილის ნაცვლად სურვილისამებრ შეგიძლიათ იმავე რაოდენობის ან მეტი ქიშმიში გამოიყენოთ, თუ ბევრი ქიშმიშით გიყვართ.
- დიდი მნიშვნელობა აქვს ფქვილის ხარისხს, ამიტომ გამოიყენეთ ფქვილი, რომელიც ცხობაში უკვე შემოწმებული გაქვთ.
გამომცხვარი პასქები თქვენი გემოვნებით გააფორმეთ. შეგიძლიათ ზემოდან, უბრალოდ, შაქრის პუდრი მოაყაროთ, ან შავი ან თეთრი შოკოლადის ჭიქური (ე. წ. „გლაზური“) მოასხათ.
კირა კარიაული
ბერძნული სააღდგომო კულიჩი – ცურეკი.
კომენტარები