საზოგადოებასაქართველო

ნუ წავალთ ეკლესიებში, გვაპატიებს ამას ღმერთი, იმიტომ რომ მეტი ქართველი გადარჩება – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. როგორც ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, ეკლესიაში წასვლით მრევლი კორონავირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს, რასაც უამრავი მსხვერპლი მოჰყვება.

„ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ეს მოწოდება, არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან. ილოცებენ მამაოები, მღვდელმთავრები, ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნის და ღმერთის წინაშე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სენიდან. პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი, იმიტომ რომ მეტი ქართველი გადარჩება,” – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ბოლო 3 დღეში საქართველომ 2 დიდი ნახტომი გააკეთა ეპიდემიის განვითარების მრუდზე, რაც შიდა გავრცელების უფრო მაღალ პროცენტზე მეტყველებს.

„საშიშროება კიდევ მეტია, ვიდრე ჩვენ ამას ვითავისებთ. ბატონი პაატას სიტყვები სიმართლეს შეესაბამება. თუ ოდნავ მოვეშვით, რაც მეტად მოსალოდნელია მომავალი 4 დღის განმავლობაში, ქცევის რეჟიმის მოშვება შეიძლება ავიჭრათ 5, 7 ან 8 ათას შემთხვევაზე. ძალიან მნიშვნელოვნად გადამწყვეტი იქნება, ეს არ გამოჩნდება მე-2, მე-3 დღეს, ეს თავის შედეგს 5 დღის შემდეგ მოგვცემს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close