ლიტერატურა/წიგნებიმსოფლიო

ესპანეთში კორონავირუსისგან გარდაიცვალა დიდი ჩილელი მწერალი ლუის სეპულვედა

იგი იყო ერთ-ერთი პირველი პაციენტი ესპანეთში, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

ესპანეთში კოვიდ-19-ისგან გარდაიცვალა დიდი ჩილელი მწერალი ლუის სეპულვედა Luis Sepúlveda. როგორც გამოცემა „ელპაისი“ იტყობინება, მწერალი ქალაქ ოვიედოს (ასტურიის დედაქალაქი) საავადმყოფოში დაიღუპა.

70 წლის ლუის სეპულვედა საავადმყოფოში 25 თებერვალს მოათავსეს კორონავირუსის ნიშნებით. მანამდე იგი პორტუგალიაში კონგრესზე იმყოფებოდა.

ლუის სეპულვედა მრავალი ნაციონალური და საერთაშორისო პრემიის ლაურეატია, იგი, აგრეთვე, არის ფრანგული ხელოვნებისა და ლიტერატურის კავალერის წოდების მფლობელი. ჩილეში დიქტატურის დროს მწერალი ციხეში იჯდა. სეპულვედა 1997 წლიდან ესპანეთში ცხოვრობდა.

მწერალი საყოველთაოდ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 1989 წელს გამოვიდა მისი რომანი „მოხუცი, რომელიც სასიყვარულო რომანებს კითხულობდა“. მისი ბოლო რომანი „თეთრი ვეშაპის ისტორია“ (Historia de una ballena blanca) 2019 წელს გამოქვეყნდა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close