მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

იტალიაში ქალი კუს გასეირნების გამო დააჯარიმეს

იტალიელმა კარაბინერებმა კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის დააჯარიმეს ქალი, რომელიც კუს ასეირნებდა. ამის შესახებ Il Corriere della Sera წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი რომში მოხდა. 50 წლის ქალმა რეპტილია ქუჩაში გაიყვანა და მის გვერდით იდგა. სამართალდამცველებმა გადაწყვიტეს, რომ კუს გასეირნება აუცილებელი პროცედურა არ არის, ამიტომ ქალი დააჯარიმეს. მას კუსთან ერთად სახლში დაბრუნება მოუწია.

გასულ კვირას რომაელმა პოლიციელებმა სხვა ქალი დააჯარიმეს, რომელმაც კარანტინი კურდღლისთვის სტაფილოს მოსაძებნად დაარღვია.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close