მედიცინამსოფლიო

გერმანელი მეცნიერის კვლევის თანახმად, კორონავირუსი საგნებიდან თითქმის არ გადადის

გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა იაგო ფრანგიშვილმა გერმანელი მეცნიერის, ვირუსულოგ ჰენდრიკ შტრეკის (Hendrik Streeck) მიერ კორონავირუსზე ჩატარებულ კვლევას რევოლუციური უწოდა. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ვირუსოლოგმა და პროფესრომა შტრეკმა, თავის გუნდთან ერთად კლასტერული კვლევა განახორციელა, რომლის წინასწარი შედეგების თანახმად, მეცნიერი ამბობს, რომ დაინფიცირების შემთხვევათა უმეტესობა სუპერმარკეტებს და რესტორნებს არ უკავშირდება. მისივე თქმით, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ ვირუსის გადაცემა ზედაპირიდან მოხდა. დაინფიცირების მიზეზი ადამიანებს შორის ხანგრძლივი დროის მანძილზე ახლო კონტაქტი გახდა. იმისთვის, რომ ვირუსის ინფიცირების წყარო კარის სახელური გახდეს, აუცილებელია ადამიანმა ხელზე დაახველოს, შემდეგ მალევე შეეხოს კარის სახელურს და ასევე მალევე ამ კარის სახელურს სხვა ადამიანმა მოჰკიდოს ხელი, რომელსაც შემდეგ სახესთან და პირთან მიიტანს.

შტრეკის კვლევით კორონავირუსზე წარმოდგენა შეიცვალა. მან საგნებიდან გადაცემის თეორია, ფაქტობრივად, ამოაგდო. თუ ჩვენ რამდენჯერმე ერთი და იგივე დაავადებული ავადმყოფის ამონახველიან ხელს კარის სახელურს მოვკიდებთ და ამ ხელს პირში ჩავიდებთ, რა თქმა უნდა მოხდება, ადამიანის ინფიცირება, მაგრამ შტრეკის გამოკვლევამ დაამტკიცა, რომ ინფიცირებაც რომ მოხდეს, ეს ინფიცირება არ არის ტრაგიკული ისე, როგორც სხვა შემთხვევებშია, როდესაც არსებობს პირდაპირი კონტაქტი. პირისპირ კონტაქტი არის მთავარი, რაც მან დაადასტურა. ჩვენ გვყავს ბევრი ადამიანი, რომლებსაც ყველაფრის ეშინიათ, მაგალითად, შოპინგზე სიარულიც. ამ კვლევის მერე ასეთ ადამიანებს შემიძლია 100-%-ით დარწმუნებით ვუთხრა, რომ თამამად იარონ, ჩაუარონ და მიესალმონ ადამიანებს“, – განაცხადა ქართველმა ექიმმა.

მან პირბადეების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და პირბადის ტარებისკენ ყველას მოუწოდა.

„თუ ერთ ადამიანს პირბადე უკეთია, ეს აუცილებლად გვიცავს. კორონავირუსი არის წვეთოვანი ინფექციაა, ეს ვირუსი შეჯერებულია წვეთთან და ეს წვეთი ამოცემინების საშუალებით მეტრნახევარ მანძილზე მიდის. ამიტომ აუცილებელია პირბადე“, – აღნიშნა ექიმმა.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close