მსოფლიოტექნოლოგიები

FACEBOOK-მა ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში გააუქმა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ Facebook-ს ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში გააუქმებინა.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ „ყალბი ახალი ამბების გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს სოციალურ ქსელ Facebook-თან. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაიწყო კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის სახელით, სოციალურ ქსელში შეიქმნა ათობით ყალბი ანგარიში, რომლის საშუალებითაც კონკრეტული ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას.

აღნიშნული ყალბი ანგარიშების გაუქმების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციამ მიმართა სოციალურ ქსელს, რის შედეგადაც ამ დროისთვის ისინი უკვე დახურულია“.

ადმინისტრაცის ცნობით, აქტიურად იკვლევს საქართველოს სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლების სახელით შექმნილ სხვა ყალბ ანგარიშებსაც.

დღეს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მედიას განუცხადა, რომ მისი სახელით შექმნილი ფეისბუქგვერდები ყალბია და თავად მას ფეისბუქში პირადი გვერდი არ აქვს გახსნილი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close