საფორტეპიანო შოუ Bel Suono (იტალიურად „შესანიშნავი ბგერა“) – ესაა პროფესიონალი პიანისტების ტრიო, რომლებმაც განათლება ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორიაში მიიღეს. მუსიკოსები რუსეთისა და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები არიან. გარდა იმისა, რომ ისინი ვირტუოზულად ასრულებენ ნაწარმოებებს როიალზე, ამავე დროს, კომპოზიციისა და იმპროვიზაციის შესანიშნავ უნარებს ფლობენ.
კლიპი გადაღებულია უძველეს ქალაქ კესარიაში, რომელიც თანამედროვე ისრაელში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.
ვირტუოზი მუსიკოსები ანტონიო ვივალდის სავიოლინო ნაწარმოების, „წელიწადის დრონის“ ერთ-ერთ ნაწილს „ზაფხული“ სამ როიალზე ასრულებენ.
კომენტარები