fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთი: გაძლიერებული კონტროლი სააღდგომოდ, მათ შორის, დრონებით და ვერტმფრენებით

 EL.AS-ის გეგმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გადაადგილების და თავშეყრის თავიდან ასაცილებლად

ატიკის რეგიონში სატრანსპორტო სამმართველო ახორციელებს სისტემურ შემოწმებებს საგზაო ქსელის მასშტაბით, რათა აღდგომის დღესასწაულის გათვალისწინებით მთავრობის მიერ გამოცხადებული მკაცრი შეზღუდვები შესრულდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მოქალაქეები არ უნდა გადაადგილდნენ, ეს ზომები არის მათთვის სასიკეთოდ და ასევე ყველა ჩვენგანის სასიკეთოდ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, – განუცხადა Attica Traffic-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სპირიდონ ლასკოსმა ათენი-მაკედონიური სააგენტოს კორესპონდენტს.

EL.AS-ის სააღდგომოდ განკუთვნილი სქემა, რომელიც გასულ ოთხშაბათს დღის მეორე ნახევრიდან ამოქმედდა, მოიცავს 24-საათიან მკაცრ კონტროლს, რათა თავიდან აიცილონ მათი გადაადგილება, ვინც კორონავირუსის გამო შემოღებულ საკარანტინო ზომებს არ ემორჩილება და სხვადასხვა, მათ შორის, შემოვლითი გზით გეგმავს მშობლიურ მხარეში წასვლას.

კერძოდ, პოლიციის წყაროების თანახმად, იქნება ბლოკირება ყველა მონაკვეთზე, ავტობანებზე, შემოვლით გზებზე, ასევე, რეგიონული საგზაო ქსელის მთავარ წერტილებზე.

ამავე დროს, განხორციელდება საჰაერო მეთვალყურეობა დრონებითა და ვერტმფრენებით;  პროცესში ჩართულია სახანძრო ბრიგადა, რათა მოხდეს ნებისმიერი დამრღვევის იდენტიფიცირება.

მკაცრი კონტროლი განხორციელდება ერთდროულად აეროპორტებში, სარკინიგზო სადგურებსა და KTEL ავტობუსებში, ხოლო სანაპირო დაცვის სამსახური უკლებლივ ყველა საბორნე სადგურს გააკონტროლებს.

ასევე, პოლიციის ინფორმაციით, 24-საათიანი მუდმივი პატრულირება განხორციელდება როგორც დიდ ქალაქებში, ისე პატარა ქალაქებსა და სოფლებში, რათა არ მოხდეს მოქალაქეების არანაირი შეკრება, განსაკუთრებით აღდგომის კვირა დღეს.

სამოქალაქო დაცვისა და კრიზისების მართვის მინისტრის მოადგილის, ნიკოს ხარდალიასის განცხადებით, მხოლოდ მუდმივ მაცხოვრებლებს ექნებათ უფლება წავიდნენ თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, E1ის ცხოვრების უფლების საფუძველზე, თუმცა შეზღუდვების დასრულებამდე დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ვინც თავის პასპორტში მითითებულ მისამართზე გადაწყვეტს წასვლას აღდგომის დღეებში, მას ამის უფლება ექნება, თუმცა საგანგებო შეზღუდვების დასრულების ვადამდე უკან ვეღარ დაბრუნდება და იქ დარჩება მოუწევს.

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევებში, თუ დაირღვევა კანონი გადაადგილების შესახებ, მუდმივი მაცხოვრებლის გარდა, დამრღვევს დაეკისრება გაორმაგებული ჯარიმა – 300 ევრომდე, მანქანის ნომრები მოიხსნება 60 დღის ვადით და ავტოსატრანსპორტო საშუალება დაუბრუნდება იმ ადგილს, საიდანაც მოძრაობა დაიწყო.

ნინო ბაჯელიძე

p. s. საბერძნეთში ამ დროისთვის დაფიქსირებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 2801 შემთხვევა (70-ით მეტი, ვიდრე გუშინ), გარდაცვლილია 93 ადამიანი (გასულ 24 საათში ერთი პაციენტი დაიღუპა), გამოჯანმრთელდა 269 ადამიანი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close