საზოგადოებაჩვენი ფავორიტი

ფეისბუქ-ღლიცინი ქართული წარმოების პირბადეებზე, სპეციალისტთა შეფასება და სახალხო გამოცდილება (ვიდეო)

„ღლიცინს იქნებ თავად შეგეკერათ „კრუტოი“ და „ოტკუტუღ“ ნიღბები“ - პაატა ქურდაძე

სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები გასაყიდად უკვე შევიდა.

ფეისბუქსაზოგადოების ნაწილი ეჭვს გამოთქვამს, რამდენად ეფექტიანია დოლბანდისგან შეკერილი ეს პირბადეები, ნაწილიც ვიზუალითაა უკმაყოფილო:

– ღმერთო დაგვიფარე, ეს დაგვიცავს?

– მახინჯია იდეაში, ფუნქციონალი იგივე ექნება სავარაუდოდ.

😢 მართლა კომენტარს ვერ ვაკეთებ 🤦🏼‍♀️ მეტირება 😩 ეს ეროვნული ტრაგედიაა.

– მარლის პირბადეებს ბებიაჩემის ახალგაზრდობის დროს იყენებდნენ, სად გაახსენდათ?

– ცოტა ვიდიანი რომ შეეკერათ ხომ არ სჯობდა?

– ერთჯერ ჩავუარე… მეორედაც დავაიგნორე… მესამედაც ვერ მივხვდი რა იყო… სადღაც, არ მახსოვს, მერამდენეჯერ რო მომხვდა თვალში, ვიკადრე და სტატუსი წავიკითხე…

ჰოდა, ახლა არ ვიცი, ვიცინო თუ ვიტირო…
უბრალოდ, ბამბები რო გაგვერჭო ცხვირის ნესტოაბში? ჰაა?

– პატარა მაკრატელი დაგვჭირდება ამ პირბადეს რომ გაიკეთებ, რომ გამოიძენძება, თორემ თუ გამოვითრიეთ ძაფი მარტო ყურები დაგვჩება.

– ესაა ის დოლბანდი, ერთი ლარი რომ ჯდება წარმოება და ორმოცდაათ თეთრად გაიყიდება?

– დიახ და დაბეჯითებით ვითხოვ საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის მიზნით ამ დოლბანდებით იაროს. მისცეს მაგალითი მოსახლეობას!

– ამათი მათხოვარი დედა…

„კრიტიკოსებს“ სპეციალისტებმა უპასუხეს:

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსის, გელა მგელაძის განცხადებით, ქართული წარმოების პირბადეები წვეთოვანი გადაცემის შემთხვევაში აბსოლუტურ დაცვას ახორციელებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში წარმოებულმა პირბადეებმა გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრის შემოწმება, რეკომენდაცია გაიცა და საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სავსებით მისაღებია.

ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ წლების განმავლობაში შავი ჭირის დროს სწორედ ისეთ პირბადეებს იყენებდნენ, როგორიც ქართული წარმოების პირბადეებია.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა საწყის ეტაპზე სახელმწიფო აფთიაქებს 400 000 პირბადეს მიაწვდის, რომლის ფასიც 50 თეთრი იქნება. ერთ ადამიანს 3 ცალი პირბადის შეძენა შეეძლება.

კიდევ ერთი პასუხი, ამჯერად ფეისბუქიდან:

Paata Kourdadze

საფრანგეთის საზმაუწყებლის სიუჟეტი (ვიდეო) მათთვის, ვისაც 50 თეთრიანი ნიღბები არ მოსწონს – საფრანგეთში ოცდაათი კუტურიე, ორიათასამდე კერძო პირი, უამრავი ორგანიზაცია, კომპანია, პარაშუტების საამქრო, პარიზის ოპერის კოსტუმების დირექტორიც კი, ნიღბებს კერავენ და უფასოდ აბარებენ კრიზისის ცენტრებს, მოხუცთა პანსიონებს, კლინკებს… ამ ნიღაბის შეკერვას სულ არ ჭირდება კუტურიერობა. ამდენ ღლიცინს იქნებ თავად შეგეკერათ „კრუტოი“ და „ოტკუტუღ“ ნიღბები? როგორც ამბობენ სულაც არ ყოფილა ძნელი. მეორე ცდაზე ყველას გამოსდისო. საერთოდ მე რომ მკითხოთ, ყველაზე მაგარი ნიღაბის დედაც!.. თუ რა თქმა უნდა, ის სევდიანი შემთხვევა არ არის, როდესაც ნიღაბი გიხდება, ანუ სახეს გიფარავს, კვირაში ერთხელ სუპერმარკეტში გასული უფრო მიმზიდველი ხდები და ამიტომ განიცდი მის დიზაინს … პრინციპში, ასეთების დაცინვა არ შეიძლება. ასეთებს ადამიანურად უნდა გაუგო…

და მაინც, თუ ინდივიდუალისტი ხართ და ვიზუალი თქვენთვის მნიშვნელოვანია, გთავაზობთ ბენდენით და თმის ორი რეზინით პირბადის გაკეთების ორიგინალურ და მარტივ მეთოდს:

 

გააკეთეთ და დატესტეთ კიდეც:

მეტი უსაფრთხოებისათვის, ბარემ ესეც ცადეთ, შესანიშნავი იდეაა:

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close