fbpx
კრიმინალისაქართველო

ბორჯომში მე-12 სართულიდან მაკე ძაღლი გადმოაგდეს

ბორჯომში საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე ერთ-ერთ ოჯახში მისულ მამაკაცს ჩხუბი მოუხდა მასპინძელ ქალთან. გაშველების მიზნით მათთან მეზობელი შევიდა, რომელსაც საკუთარი, ჰასკის ჯიშის, ძაღლიც შეჰყვა და სწორედ ამ დროს მამაკაცმა ძაღლი ფანჯრიდან გადააგდო.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძაღლი თბილისში ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რენტგენოგრაფია და ექოსკოპიური კვლევა ჩაუტარდა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ მუცელში მყოფი ექვსივე ლეკვი მოკვდა. თვითონ ძაღლს ელენთა აქვს დაზიანებული, მრავალი სისხლჩაქცევა მუცელში და ჰემატომები, ასევე, მარჯვენა მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა.

ძაღლს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ცუგა ძალიან მებრძოლი აღმოჩნდა და, იმედი ვიქონიოთ, რომ გამოკეთდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლი გადმოგდებისას ნაძვებში გაიხლართა, რამაც სიკვდილს გადაარჩინა.

პოლიციამ ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 31 წლის მამაკაცი დააკავა. დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close