მოგზაურობაპოლიტიკა

ემუქრებათ თუ არა დეპორტაცია საქართველის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის 90-დღიანი ვადა ეწურებათ

ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალურად, არამედ ბრიუსელთან, ევროკომისიასთან, რადგანაც მოხდეს იმ პრობლების გათვალისწინება, რომელიც შეექმნათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უვიზო მიმოსვლის 90-დღიანი ვადა ეწურებათ და მათი დეპორტაცია არ განხორციელდეს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

მისი თქმით, საქართველოს უკვე ბევრი ქვეყნისგან აქვს დასტური, რომ აუცილებლად გაითვალისწინებენ საქართველოს მოქალაქეების პრობლემებს.

„ჩვენ ამ საკითხზე მუდმივად ვმუშაობთ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც პანდემიის გამო გადაუვადდათ ევროკავშირი მათი ლეგალური ყოფნის ვადა, ამ პრობლემებს აუცილებლად გაითვალისწინებენ“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრის განმარტებით, სპეცრეისებით მოქლაქეების სამშობლოში დაბრუნებისას, პირველ რიგში, პრიორიტეტი ენიჭება ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ასევე, ხანდაზმულებს, ორსულებს და უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ პირებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close