იტალიის „რესტარტის“ მოდელზე მუშაობა უკვე დაიწყო – შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ქვეყანა „ჭადრაკული პრინციპით ამუშავდება“
კორონავირუსის ეპიდემიის ახალი სტატისტიკა იტალიაში
ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული 80 572 აქტიური პაციენტია, გუშინდელმა დღიურმა ზრდამ 2937 შეადგინა (წინა დღეს +2107 იყო). დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 110 574-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 16 847 ადამიანი, 1118-ით მეტი, ვიდრე გუშინ (გუშინ ზრდის დღიური მაჩვენებელი 1109 იყო).
COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 727-ით გაიზარდა და მთლიანობაში 13 155-ს მიაღწია (სამშაბთს გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობამ 837-ით მოიმატა).
ასეთი მონაცემები გახდა ცნობილი დღეს სამოქალაქო დაცვის სამსახურის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ინფორმაციას Ansa ავრცელებს.
25 765 პაციენტი ლომბარდიაში იმყოფება (641-ით მეტი, ვიდრე გუშინ), 11 489 – ემილია-რომანიაში (+536), 8 224 – ვენეტოში (+374), 8 470 – პიემონტში (+388), 3456 – მარკეში (+104), 4432 – ტოსკანაში (+206), 2645 – ლიგურიაში (+137), 2758 – ლაციოში (+116), 1976 -კამპანიაში (+105), 1206 – ფრიული ვენეცია-ჯულიაში (+46), 1483 – ტრენტინოში (+94), 1112 – ბოლცანოს პროვინციაში (-30), 1756 – აპულიაში (+102), 1544 – სიცილიაზე (+52), 1211 – აბრუცოში (+20), 864 – უმბრიაში (+13), 540 – ვალე დ’აოსტაში (-12), 675 – სარდინიაში (+18), 610 – კალაბრიაში (+4), 131 – მოლიზეში (+14), 225 – ბაზილიკატაში (+9).
რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელებს, 7 593 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირებულია ლომბარდიაში (+394 გასულ 24 საათში), 1732 – ემილია რომანიაში (+88), 499 – ვენეტოში (+22), 886 – პიემონტში (+32), 477 – მარკეში (+25), 253 – ტოსკანაში (+9), 460 – ლიგურიაში (+32), 148 – კამპანიაში (+15), 169 – ლაციოში (+7), 122 – ფრიული ვენეცია-ჯულიაში (+9), 129 – აპულიაში (+19), 116 – ბოლცანოს პროვინციაში (+40), 88 – სიცილიაზე (+7), 123 – აბრუცოში (+8), 37 – უმბრიაში (+0), 59 – ვალე დ’აოსტაში (+3), 173 – ტრენტინოში (+9), 38 – კალაბრიაში (+2), 34 – სარდინიაში (+3), 10 – მოლიზეში (+1), 9 – ბაზილიკატაში (+2). ჩატარებულია 541 423 ტესტი, მათგან 292 ათასი – ლომბარდიაში, ემილია რომანიასა და ვენეტოში.
აღინიშნა ის გარემოება, რომ სტაბილურად მცირდება ჰოსპიტალიზაციის დღიური მაჩვენებელი, მათ შორის, რეანიმაციაში მოთავსებული ახალი პაციენტების რიცხვი.
რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულს და აღდგომის შემდგომ კვირას: სამოქალაქო დაცვის პრესკონფერენციაზე კომისარმა ბორელიმ ერთმნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: „წასვლა აღდგომის დღესასწაულზე და აღდგომის ორშაბათს? არავითარ შემთხვევაში! უნდა დავრჩეთ სახლში, დავიცვათ სოციალური დისტანცია, რაც დადებით შედეგებამდე მიგვიყვანს“.
სწრაფი ტესტები და 3-ფაზიანი „რესტარტი“
სწრაფი სეროლოგიური ტესტებით (სეროლოგია არის მეცნიერების დარგი, რომლის საგანია სისხლის შრატში ანტისხეულების დიაგნოსტიკური იდენტიფიკაცია) მოსახლეობის ფართომასშტაბიანი გამოკვლევა, რომელიც აჩვენებს, ვინ გამოიმუშავა ანტისხეულები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, რათა დადგინდეს ინფექციის გავრცელების რეალური სურათი – ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს იტალიის ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტი (ISS), ამავე დროს, უკვე მუშავდება ქვეყნის „გახსნის“ (‘riapertura’) და მისი ამუშავების გეგმა. ე. წ. „გადატვირთვა“ (ripartenza), ექსპერტების აზრით, შეზღუდვის ზომების შემდეგ (რომელიც, სულ ცოტა, კათოლიკურ აღდგომამდე, 12 აპრილამდე იმოქმედებს) უნდა მოხდეს არა ერთბაშად, არამედ ჭადრაკული პრინციპით დარგებისა და რეგიონების მიხედვით. მანამდე კი, უნდა იყოს დადგენილი ინფიცირების შემთხვევების რეალური სურათი, აგრეთვე მათიც, ვინც საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და გამოიმუშავა ანტისხეულები SarsCov2-ის წინააღმდეგ. ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიუტის ხელმძღვანელის, სილვიო ბრუზაფეროს თქმით, იმისათვის, რომ ეპიდემიის შედეგები შეჯამდეს, „აუცილებელია სწრაფი ტესტები წინასწარი კვლევისთვის“. მისივე თქმით, ინსტიტუტში ამ საკითხზე და შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარებაზე უკვე მუშაობენ.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები