დასაქმებულთა მასობრივი დათხოვნის თავიდან აცილების მიზნით ევროკომისიის პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოდის
კორონავირუსის პანდემიის დროს სამსახურებიდან მასობრივი დათხოვნის თავიდან ასცილებლად ევროკომისიის პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოდის.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის წევრებს სთავაზობს მოკლევადიან სამუშაო სქემას, გერმანულ მოდელს, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულთა ხელფასის ნაწილს მთავრობა გადაიხდის, კომპანიები კი სამუშაო საათებს შეამცირებენ.
„კომპანიები ხელფასებს უხდიან თავიანთ თანამშრომლებს, იმ შემთხვევაშიც, თუკი ახლა ისინი შემოსავალს ვერ იღებენ. ევროპა ახალი ინიციატივით მათ დასახმარებლად მოდის. მისი მიზანია, სხვა ქვეყნების სოლიდარობის წყალობით, დაეხმაროს იტალიას, ესპანეთს და ყველა სხვა ქვეყანას, რომელიც ძლიერად დაზარალდა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ მოხდება დაფინანსება, თუმცა აღნიშნა, რომ ამაში მონაწილეობას 27 ქვეყანა მიიღებს. სქემის დეტალები ხუთშაბათს, 2 აპრილს გახდება ცნობილი.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები