მსოფლიოსაზოგადოება

ცნობილი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) კორონავირუსით დაინფიცირდა

ცნობილი რუსი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გრიგორი ჩხარტიშვილი, რომელიც ბორის აკუნინის ფსევდონიმითაა ცნობილი, ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ მან თავად დაწერა ფეისბუქში.

„ფეისბუქი მივატოვე, იმიტომ რომ მოდური დაავადების გამო ჩავწექი. როგორც გამოვკეთდები – აუცილებლად გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს“, – წერს აკუნინი.

მწერლის აზრით, კორონავირუსის შიში თავად ვირუსზე უარესია, ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ პანიკა საჭირო არ არის.

ბორის აკუნინი 64 წლის ხდება – იგი 1956 წლის 20 მაისს დაიბადა ზესტაფონში, თუმცა მისი ოჯახი 1958 წელს რუსეთში, მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. არაერთი ბესტსელერის ავტორი მწერალი, რომელიც რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მწვავე კრიტიკითაა ცნობილი, 2014 წლიდან ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს. აკუნინი არ აკონკრეტებს, სად და რა ვითარებაში დაინფიცირდა კორონავირუსით.

ნინო ხოშტარია 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close