მსოფლიოსაზოგადოება

ჰონკონგში კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ელექტრონული სამაჯურების საშუალებით გააკონტროლებენ

ჰონკონგში კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ელექტრონული სამაჯურების გამოყენებით გააკონტროლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ჰონკონგში ჩასვლისას მოქალაქეებს ურიგებენ ელექტრონულ სამაჯურებს, რომელთა ტარება 14-დღიანი კარანტინის განმავლობაში სავალდებულოა.

ჰონკონგის ხელისუფლების მიერ ამოქმედებული პრევენციული ზომების ფარგლებში, უცხო ქვეყნიდან ჩასული ყველა პირი ვალდებულია, 14-დღიანი კარანტინი გაიაროს. კარანტინის წესების დარღვევის შემთხვევაში, მონიტორინგის სამსახურს სპეციალური აპლიკაციით შეტყობინება მიუვა.

ჰონკონგის მთავრობის ცნობით, ამჟამად უკვე ხელმისაწვდომია ხუთი ათასი მრავალჯერადი ელექტრონული სამაჯური, ასევე შეძენილია 60 ათასი ერთჯერადი სამაჯური.

ჰონკონგში კორონავირუსის 160-მდე შემთხვევაა გამოვლენილი.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close