fbpx
საზოგადოებასაქართველო

როგორ დავძლიოთ პანიკური შიში – რჩევა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორიგინალური ნიღბების ავტორისგან

უნიჭიერესი ადამიანი, ცნობილი პროდიუსერი, „ტრამპლინი  წარმატებული ცხოვრებისაკენ“, „ვარსკვლავთშემქმნელი“ (ასე შეარქვეს  შოუბიზნესის ცნობილმა წარმომადგენლებმა) ნატო დუმბაძე ბევრი ახალი პროექტის იდეის ავტორია და მისი წამოწყებული ყველა საქმე წარმატებულია, რადგან, როგორც მასზე ამბობენ, ინტუიცია და ალღო არასოდეს ღალატობს.

რაც მთავარია, იგი პოზიტიური ადამიანია და გარშემო ყველას და ყველაფერს პოზიტიური ენერგიით მუხტავს.

ამ გლობალური განგაშის ფონზე ნატო დუმბაძის მიერ შექმნილი უნიკალური ნიღბებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ნამდვილად კრეატიული და პოზიტიურია. ნატომ თავისი ნიღბების ფოტოები ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. დავინტერესდით, როგორ მოუვიდა იდეა და, საერთოდ, რას ფიქრობს გლობალური პანიკის ფონზე?

ნატო ამ პანიკასა და საერთო სტრესულ სიტუაციაში როგორ მოიფიქრე ასეთი ლამაზი ნიღბების  შექმნა?

საერთოდ, მე დიდი ხანი ვებრძოდი პანიკურ შიშებს და, როგორც იქნა, დავძლე –  ბოლო სამი წელია (10 წელი ვებრძოდი) გავხდი საოცრად მშვიდი.

ანუ მივხვდი, რომ პანიკა უფრო საშიშია, ვიდრე რამე სხვა, თუნდაც ვირუსი კორონა-19, ამიტომ ახლაც ძალიან მშვიდად ვარ და მომდის მხოლოდ კარგი იდეები,

ეს ნიღაბიც მაგ სიმშვიდის ნაყოფია…

ხვალ და ზეგ კიდევ გამოვფენ სხვა იდეებს…  

ძალიან არ მიყვარს ჩუმი ქალაქი და მაქსიმალურად მინდა გავირთო თავი, შაბათი და კვირა მხოლოდ მაგიტომ არ მიყვარდა სკოლის ასაკში.

არ ვიცი, რა გარდაქმნა მოხდა ბოლო წლებში, მაგრამ ეს – საკუთარ თავთან გამარჯვებამ მომცა ალბათ სიმშვიდე და მუდამ კარგ ხასიათზე ყოფნა.

ახლა კი ვნანობ, ადრე რატომ არ დავიწყე ბრძოლა და პანიკას რატომ გადავყევი 7 წელი!  

პანიკური შიშების მოხსნაში ფსიქოლოგი დაგეხმარა თუ შენით გადალახე?

დიალოგი საკუთარ თავთან მხოლოდ…

შენი საქმიანობის მთავარი სფერო შოუბიზნესია, თუმცა, როგორც ვიცი, დიზაინერობაშიც ცადე ბედი…

დიახ, ჩემი სფერო შოუბიზნესია, ბევრ მომღერალთან ვმუშაობდი და ყველა წარმატებულია დღესაც, ჩვენი ერთობლივი შრომა ნაყოფიერი გამოდგა!

წარმატებებს ვუსურვებ ყველას!

თუმცა 3 წლის წინ კაფსულა კოლექციაც გავაკეთე, რომელსაც „კარდიოგრამა“ დავარქვი – სულ 5 კოსტიუმი, რომელმაც ასევე მოწონება დაიმსახურა და გაიყიდა, თუმცა არც დიზაინერობას ვიჩემებ და არც ვარ!

რას ურჩევდი ადამიანებს?

მთავრობა და ექიმები ისე კოორდინირებულად მოქმედებენ, პანიკის საფუძველი არ გვაქვს, თუმცა უნდა ვიყოთ ფრთხილად!

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close