fbpx
ფსიქოლოგიარჩევები

5  რჩევა – როგორ გავხდეთ უფრო თავდაჯერებული

თუ ეჭვები და კომპლექსები გაწუხებთ, ისწავლეთ, თუ როგორ უნდა იამაყოთ საკუთარი თავით და უკეთესად იგრძნოთ თავი.

1. წელში გაიმართეთ

თუ სწორ და გამართულ პოზას შეინარჩუნებთ და თავს ამაყად მაღლა ასწევთ, საკუთარი თავის რწმენა მაშინვე მოგემატებათ.

პირველ რიგში, სიარულისას გაიმართეთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მხრებში გაიშალეთ და მხრები ოდნავ უკან გადასწიეთ, ნიკაპი ასწიეთ და პირდაპირ გაიხედეთ. მზერა მიწისკენ არ მიაპყროთ: თქვენ თვალწინ მთელი სამყაროა.

თუ ხერხემალთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ, გააკეთეთ რამდენიმე შესაბამისი სავარჯიშო.

არ დაიზაროთ და ერთი თვის განმავლობაში მოხრილობას შეებრძოლეთ – არ დაივიწყოთ, რომ ნებისმიერი ჩვევის შეცვლა შეიძლება, თუ გარკვეული დროის განმავლობაში შეეცდებით მისი საწინააღმდეგო ჩვევის მიზანმიმართულად გამეორებას. ეს თქვენი თავდაჯერებულობისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი იქნება. მალე სწორად დაიჭერთ ზურგს ისე, რომ ამაზე დაფიქრებაც კი არ დაგჭირდებათ.

2. შეანელეთ ტემპი

როდესაც ნერვიულობთ, თქვენი ხმა ჩვეულებრივზე ხმამაღლა ჟღერს და იმაზე სწრაფად ლაპარაკობთ, ვიდრე ფიქრობთ.

თუ საჯაროდ გამოსვლისას ნერვიულობთ, შეეცადეთ უფრო ნელა ილაპარაკოთ, ვიდრე გსურთ და ნუ დაივიწყებთ სწორ სუნთქვას. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ძალიან ნელა ლაპარაკობთ, მაგრამ თქვენი სათქმელს მსმენელი უფრო კარგად აღიქვამს.

3. გაიღიმეთ

როდესაც სირთულეებს ან უსიამოვნებებს ეჯახებით, საკუთარ თავში ჩაკეტვა იოლია, ეს კი თქვენს სახეს მწუხარე და სევდიან გამომეტყველებას აძლევს. მალე შესაფერის იარლიყსაც მოგაკერებენ  და თქვენთან ურთიერთობასაც მოერიდებიან. ყველას თავისი პრობლემა აქვს, აბა, თქვენსას ვიღა დაიმატებს?!  ასე, რომ გაიღიმეთ. ღიმილი გულწრფელი რომ გამოგივიდეთ, ივარჯიშეთ: სარკის წინ დადექით, თვალები დახუჭეთ და შინაგანი მზერა დაბლა მიმართეთ. შემდეგ თვალები გაახილეთ, იმავდროულად კი, ტუჩის კუთხეები ზემოთ ასწიეთ. ეს არის თქვენი ნამდვილი ღიმილი.

4. ითამაშეთ „თვალის თვალში გაყრობანა“

თუ მუდმივად სახლში არ ზიხართ და მხოლოდ კატასთან არ საუბრობთ, მაშინ ალბათ სხვა ადამიანებთანაც გაქვთ ურთიერთობა. მაგალითად, სამსახურში კოლეგებთან, მაღაზიაში გამყიდველთან, კაფეში მიმტანთან, ან შემთხვევით თანამგზავრებთან.

ბოლოს როდის იყო, როდესაც ადამიანს თვალებში ჩახედეთ და მან პირველმა მოგარიდათ მზერა? თუ საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნება არ ბრძანდებით, მაშინ, სავარაუდოდ, სწორედ თქვენ შედრკებოდით პირველი. მოვიდა დრო, ახლა თქვენ გახდებით ის, ვინც მზერას პირველი არ გადაიტანს.

იფიქრეთ თითოეული ურთიერთქმედებაზე, როგორც მინიბრძოლაზე.

დაგვერწმუნეთ, სანამ იღიმებით და თვალებს ახამხამებთ, მიშტერებული მზერა უცნაურად არ აღიქმება. თუ მორიდებული ბრძანდებით, პირველი რამდენიმე მცდელობა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ამას გადალახავთ. მოქმედების დაწყებისთანავე სწრაფად გააცნობიერებთ, რომ სხვები თქვენზე არანაკლებ ნერვიულობენ და სწრაფად გადააქვთ მზერა, თუ მათ თვალებში დიდხანს ჩახედავთ.

5. მოიშორეთ იარლიყები

დროა თავი დააღწიოთ იმ იარლიყებს, რომლებსაც თვითონ იკიდებთ კისერზე და რომელთა გამოც უხერხულად გრძნობთ თავს.

თუ რაიმე სიტუაციაში შეუსაბამოდ გრძნობთ თავს, გარშემო მყოფებიც იგრძნობენ ამას. ქვეცნობიერის დონეზე ყველა ჩვენგანს გარკვეული შიში აქვს იმისა, თუ რამდენად შესაფერისად გამოიყურება. ეს კი, როგორც წესი, ხელს გვიშლის მივიღოთ ის, რაც გვინდა. ჯობია, ასეთ შეხვედრაზე რაიმეთი დაკავდეთ, რათა საკუთარ გარეგნობაზე ფიქრი შეწყვიტოთ.

თუ ვინმე დაინტერესებულია თქვენით, არ მოგერიდოთ – მიდით მასთან სამი წამის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ გონება სიტუაციის ანალიზს იწყებს და საბოლოოდ ისევ თქვენს თავში დაურწმუნებლობა შეგრჩებათ ხელთ.

დაიმახსოვრეთ: თუ არ იკითხავთ, პასუხი ყოველთვის უარყოფითი იქნება. ასე რომ, დასაკარგი არაფერი გაქვთ.

წვეულებაზე უცხო პირებს პირველივე შესაძლებლობისთანავე გაეცანით. მოიცილეთ ყველა ეჭვი: თქვენ გახსნილ და თავდაჯერებულ ადამიანად ჩაგთვლიან.

ბონუსი

აი, საშინაო დავალება თქვენთვის: გაისეირნეთ ქუჩაში, თავაწეულმა და მომღიმარმა, ჩახედეთ თვალებში მინიმუმ ხუთ გამვლელს, პირველმა უთხარით მათ „გამარჯობა“ და მზერა არ მოაშოროთ, სანამ არ ჩაივლიან.

თავიდან შეიძლება უხერხულად იგრძნოთ თავი, მაგრამ ეს ვის აღელვებს?! თქვენ ხომ ამ ხალხს აღარასდროს ნახავთ. შემდეგ შეგიძლიათ უფრო რთული ამოცანები დაისახოთ. მაგალითად, უცხო ადამიანს საუბარი გაუბათ, ან აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოხვიდეთ.

დაბოლო: თავდაჯერებულობასა და ყოყოჩობას შორის ფაქიზი ხაზია, არ გადააბიჯოთ. შეცვალეთ საკუთარი თავი, მაგრამ ნუ უღალატებთ მას.

მომზადა თამარ ქავჟარაძემ

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close