fbpx
კრიმინალისაქართველო

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი გუკა რჩეულიშვილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე დააკავეს

გუკა რჩეულიშვილს, მეუღლის საჩივრის საფუძველზე, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ 12 მარტს მიიღო. პროცესს თავად ბრალდებული არ ესწრებოდა.

მოსამართლემ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო მიიღო.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, გუკა რჩეულიშვილს გამოძიება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულელების შეუსრულებლობას ედავება.

ცნობილი ხდება, რომ ცოტა ხნის წინ გუკა რჩეულიშვილსა და ლელა კილაძეს შორის დაპირისპირება  მოხდა, რის შემდეგაც ლელა კილაძემ საჩივარი დაწერა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუკა რჩეულიშვილის მიმართ შემაკავებელი ორდერი გასცა.

ამის შემდეგ, ლელა კილაძემ კიდევ ერთი საჩივარი დაწერა, რადგან გუკა რჩეულიშვილმა შემაკავებელი ორდერის წესები დაარღვია. ამ საჩივარის  საფუძველზე საქალაქო სასამართლომ, რჩეულშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება ლელა კილაძეს, „იმედთან“ საუბარში იგი აცხადებს, რომ „თავს ძალიან ცუდად გრძნობს და ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით ისაუბრებს“.

შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე პოლიციაში დაბარებულმა გურამ რჩეულიშვილმა ფხვიერი მასა წარადგინა, რაც მისი განმარტებით „კოკაინი“იყო, რომლის ნაწილიც მოიხმარა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, გუკა რჩეულიშვილის მიმართ გამოძიება ნარკოდანაშაულის ფაქტზეც დაიწყო, რადგან მას ნარკოტიკების, მათ შორის, „კოკაინის“ მოხმარება დაუდგინდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close