fbpx
კინო/ფილმებიმსოფლიო

მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ

ამერიკელ მსახიობს ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს რიტა უილსონს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდათ. ისინი ავსტრალიის ქალაქ გოლდ-კოსტის საავადმყოფოში იმყოფებიან. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელში თავად განაცხადა.

„თავს დაღლილად ვგრძნობდით, თითქოს გავცდივდით. ცხელების მსგავსიც გვქონდა. იმისათვის, რომ სწორად მოვქცეულიყავით, როგორც ეს აუცილებელია დღევანდელ მსოფლიოში, ჩვენ კორონავირუსზე ტესტი გავიკეთეთ და შედეგები დადებითი აღმოჩნდა“, – წერს ტომ ჰენკსი.

ავსტრალიური მედიის ცნობით, ტომ ჰენკსი და მისი მეუღლე ავსტრალიაში ელვის პრესლის შესახებ ახალი ფილმის გადაღებისთვის ჩავიდნენ. 63 წლის მსახიობი კინოსურათში ელვის პრესლის მენეჯერ ტომ პარკერის როლს ასრულებს. ჯერ დაუდგენელია, რა გზით დაინფიცირდა წყვილი.

1TV.GE

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close