საქართველოსაზოგადოება

ამაღამ თბილისს ვერტმფრენებიდან შეწამლავენ?

„ფეისბუკით“ ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე სადეზინფექციო ხსნარს გადმოაფრქვევენ.

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ვერტმფრენით ჰაერის შეწამვლის შესახებ ეხმაურება.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია ტყულია და რეალობას არ შეესაბამება.

„მეგობრებო, არც ჩვენ, არც ჩვენს ქალაქს და არც თქვენს სარეცხს არაფერი ემუქრება. დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები გვაწვდიან და პანიკის გარეშე, მშვიდად გადავატაროთ ეს რთული დღეები.

რაც შეეხება ვერტმფრენით დეზინფექციის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ვირუსულად ვრცელდება სოცქსელებში, რასაკვირველია, არის ტყუილი და, ჩემი აზრით, ძალიან ცუდ დროს შერჩეული უკბილო ხუმრობა (იმედი მაქვს, ბოროტი განზრახვა არ ჰქონია ავტორს).

აქვე ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ თბილისის მერია ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს დეზინფექციას ავტობუსებში, მეტროსადგურებში, მეტროს ვაგონებში, სერვისცენტრებში, უფასო სასადილოებში და ასე შემდეგ… სრულდება ყველა მითითება და რეკომენდაცია, რასაც საკოორდინაციო საბჭო გასცემს.

მშვიდობიან ღამეს და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!“ – წერს თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close