fbpx
იტალიასაზოგადოება

ჩინეთი იტალიაში კორონავირუსის სპეციალისტთა ჯგუფს გზავნის

ჩინეთიდან იტალიაში ჩავა, აგრეთვე, 1000 რესპირატორი, სამედიცინო ნიღბები, დამცავი კოსტიუმები და ტესტები

5 გამოცდილი ექიმისგან შემდგარი ჯგუფი ჩინეთიდან იტალიაში ჩავა, რათა ადგილზე გაუწიონ დახმარება ადგილობრივ სპეციალისტებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის თაობაზე დღეს გაავრცელა ინფორმაცია Cgtn-მა – ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის, CCTV-ის ინგლისურენოვანმა არხმა.

ჩინეთი იტალიას, აგრეთვე, გაუგზავნის ნიღბებს, დამცავ კოსტიუმებს და კორონავირუსის ტესტებს, რაც მთავარია, 1000 რესპირატორს – რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ადგილების დამატება ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, რომელთა დეფიციტს განიცდის იტალია რეანიმაციული ღონისძიებების საჭიროების მქონე პაციენტების სიმრავლის გამო.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვან ი იტალიელ კოლეგას – ლუიჯი დი მაიოს ყველა შესაძლო სამედიცინო დახმარებას დაჰპირდა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია დღითიდღე უმჯობესდება, პერმანენტულად იკლებს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი. გასულ დღე-ღამეში ინფიცირების მხოლოდ 24 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 61 653 ადამიანი. უჰანში ფიქრობენ, რომ მალე კარანტინი მოიხსნება და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close