ჰოროსკოპი

თქვენი ზოდიაქოს სურნელი – რომელ არომატს გვირჩევენ ასტროლოგები?

პარფიუმის სწორად შერჩევა თავისებური ხელოვნებაა. ცხადია, თავად თქვენზეა დამოკიდებული, ვთქვათ, რომელ სუნამოს აირჩევთ, მაგრამ რჩევებს ასტროლოგებიც იძლევიან და ვინ იცის, იქნებ სწორედ ვარსკვლავებმა გვამცნონ „სურნელებით მოხიბვლის“ საიდუმლო?

 

მაშ ასე:

ვერძებს (21.03 – 19.04) ასტროლოგები ბუნებრივი სურნელების არჩევას ურჩევენ: მინდვრის ბალახების, ნაძვის წიწვებისა და ხის მერქნის სუნის შემცველ სუნამოებს.

კუროებს (20.04 – 20.05) ურჩევენ კლასიკურ პარფიუმს, რომელიც ძვირფასი ხილის სურნელითაა გაჟღენთილი.

ტყუპებს (21.05 – 20.06) გამჭვირვალე, მსუბუქი, ქორფა არომატის შემცველ სუნამოს ურჩევენ.

კირჩხიბის (21.06 – 22.07) მიერ არჩეულ სუნამოს ზაფხულის ყვავილების, ტყეებისა და მინდვრის სუნი უნდა დაჰკრავდეს.

ლომების (23.07 -22.08) მიერ შერჩეული პარფიუმი გამოუცნობ, გამორჩეულ მძაფრ სურნელებას უნდა აფრქვევდეს, დიდებული და ძვირფასი უნდა იყოს.

ქალწულებს (23.08 – 22.09) თავშეკავებულ კლასიკურ სურნელს ურჩევენ, რომელიც მის ელეგანტურობას უსვამს ხაზს.

სასწორებს (23.09 – 22.10) ფანტაზიების, ძალიან განსხვავებული, მაგრამ არა შერეული, სურნელი უხდებათ.

მორიელებს  (23.10 – 21.11) ეგზოტიკური პარფიუმის შეძენა მოუწევთ. სჯობს აღმოსავლურ სუნამოებს მიანიჭონ უპირატესობა.

მშვიდოსნებისთვის (22.11 21.12) უფრო მოსახერხებელია დამაინტრიგებელი, ოდნავ მწკლარტე სურნელი.

თხის რქებმა (22.12 – 19.01)  უნდა შეიძინონ ძვირფასი სუნამოები, რომელთა სუნი დიდგვაროვნებასა და ავტორიტეტს უსვამს ხაზს.

მერწყულებს (20.01 – 18.02) ორიგინალური, თამამი და ოდნავ გამომწვევი სურნელი სჭირდებათ. მათ უნდა შეიძინონ სუნამო, რომელიც მოდაშია.

თევზებს (19.02 – 20.03) ასტროლოგები ურჩევენ შეიძინონ ისეთი სუნამო, რომელსაც დილის სიგრილის, სიახლისა და ზღვის სურნელი დაჰკრავს.

ასტროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს რეკომენდაციები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ხასიათში მკვეთრად გამოხატრული აქვს თავისი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი ნიშნები; „შერეული“ ხასიათის ნიშნებს კი ურჩევენ, უფრო მეტად ენდონ საკუთარ ინტუიციას, ვიდრე ვარსკვლავების „პარფიუმერულ“ დასკვნებს.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close