იტალიასაზოგადოება
იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის დროს მესის ჩატარების გამო მღვდელი შესაძლოა გაასამართლონ
იტალიის ქალაქ პავიის პროკურატურაში შევიდა ინფორმაცია 88 წლის მღვდლის შესახებ, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით სახელმწიფო რეგულაციას არ დაემორჩილა. საჯარო თავშეყრის შესახებ აკრძალვის მიუხედავად, რომელშიც რელიგიური შეკრებებიც იგულისხმება, მან მეზობელ ქალაქში მესა ჩაატარა.
მღვდელმა ანტონიო ლუნგიმ ლომბარდიის რეგიონში, ქალაქ კასტელო დაგონაში მესა ჩაატარა, რომელშიც 8 ადამიანი მონაწილეობდა. ხელისუფლების რეგლამენტის დარღვევისთვის მღვდელი შესაძლოა გაასამართლონ. პოლიციის ინფორმაციით, ანტონიო ლუნგი, რომელიც კასტელო დაგონის ყოფილი მღვდელია, ლომბარდიის სასულიერო პირებს ამ ქალაქში მესის ჩატარებაში ხშირად ეხმარება.
მან მესა გასულ კვირაშიც ჩაატარა. მღვდელი აცხადებს, რომ აკრძალვის შესახებ არ იცოდა, რადგან ელექტრონული ფოსტით არ სარგებლობს.
სასულიერო პირებმა კორონავირუსთან დაკავშირებით სახელმწიფო რეგულაციები იმეილით მიიღეს.
კომენტარები