ყველაზე ხანდაზმული, 98 წლის პაციენტი, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა. იგი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან თავის ქალიშვილთან ერთად. ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის 24-საათიანი ახალი ამბების ინგლისურენოვანი არხი, CGTN იტყობინება.
უხუცესი ქალი უჰანის ლიეშენშალის საავადმყოფოში იყო მოთავსებული თავის ქალიშვილთან ერთად – ეს საავადმყოფო ერთ-ერთია იმ ორიდან, რომლებიც ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში რეკორდულად მოკლე დროში აშენდა სპეციალურად ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებულ საგანგებო სიტუაციასთან გასამკლავებლად.
კომენტარები