იტალიასაზოგადოება

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 1128-მდე გაიზარდა, 29 პაციენტი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 1128-მდე გაიზარდა, მათგან გარდაიცვალა 29 ადამიანი. როგორც ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაავადების 240 შემთხვევა გამოვლინდა. 1128 ინფიცირებულიდან 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დაავადებულთაგან 105 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

​კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ნახევარზე მეტი – 615 იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ლომბარდიის რეგიონში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მას მოსდევს ემილია რომანია და ვენეტო. აღნიშნულ სამ რეგიონში სასწავლო დაწესებულებები მომავალ კვირასაც დახურული იქნება.

საგანგებო სიტუაციათა კომისარმა ჯულიო გალერამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლომბარდიაში  60 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი ტესტის პასუხი კორონავირუსზე უკვე უარყოფითია. გუშინ დაფიქსირდა გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა, მთლიანობაში 23 გარდაცვლილია. გალერას თქმით, ყველა გარდაცვლილი ხანდაზმული იყო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით. ჰოსპიტალიზებულია 280 ადამიანი, 80 – ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში; საერთო ჯამში, საავადმყოფოში მიმართვიანობა შემცირდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close