საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

„ეს არის ის, რასაც ველოდით“ - ჯანდაცვის მინისტრი

საბერძნეთი ადასტურებს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველ ფაქტს თესალონიკში. დაავადებული 38 წლის ბერძენი ქალია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა იტალიის ჩრდილოეთ რეგიონიდან, სადაც ამ დროისთვის უკვე 370-მდე შემთხვევაა აღრიცხული. ამის შესახებ „კათიმერინი“ წერს.

ინფიცირებული ქალი და მისი ნათესავები, რომლებთანაც იგი კონტაქტში იმყოფებოდა, თესალონიკში კარანტინში მოათავსეს. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აზუსტებს, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ 38 წლის ქალს ჯანმრთელობის სხვა პრობლემა არ აქვს.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო მიმართავს საბერძნეთის მოქალაქეებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ იტალიის იმ რეგიონებში, სადაც ეპიდემიაა გავრცელებული, სამედიცინო დაწესებულებას მიაკითხონ, თუ თავს შეუძლოდ იგრძნობენ.

ჯანდაცვის მინისტრმა ვასილისის კიკილიასმა ამ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუქგვერდზე კომენტარი გამოაქვეყნა: „ჩვენს ქვეყანაში ახალი კოროვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ეს არის ის, რასაც ველოდით. ჩვენ ამისთვის სრულად მზად ვართ. არანაირი პანიკის მიზეზი არ არსებობს“.

საბერძნეთის ხელისუფლებას უკვე წინასწარ აქვს შემუშავებული მოქმედების გეგმა კორონავირუსთან საბრძოლველად. გეგმა გულისხმობს სამედიცინო შემოწმებებს ქვეყანაში შესასვლელ ყველა პუნქტში, აგრეთვე, მიმოსვლის შეზღუდვას ქვეყნებთან, სადაც ვირუსი ფართოდაა გავრცელებული; გასატარებელ ზომებს შორის განიხილება, აგრეთვე, სასწავლო დაწესებულებების, გასართობი და სპორტული ობიექტების დროებითი დახურვა, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close