fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

თურქეთი თეირანი-სტამბოლის რეისის მგზავრებს და ეკიპაჟს კარანტინში ათავსებს კორონავირუსის გამო

თვითმფრინავის ბორტზე 17 მგზავრს სხეულის მომატებული ტემპერატურა აღმოაჩნდა

თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, 14-დღიან კარანტინში მოათავსოს ავიაკომპანია TURKISH AIRLINES-ის თეირანი-სტამბოლის რეისის 132-ვე მგზავრი და ეკიპაჟის წევრები, რადგან ბორტზე მყოფ 17 მგზავრს სხეულის მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდა. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ. 

„თვითმფრინავის ბორტზე 132 მგზავრი იმყოფება. ყველა მათგანი, აგრეთვე, ეკიპაჟის მთელი შემადგენლობა 14-დღიან კარანტინში იქნება ზეკაი ტაჰირ ბურაკის საავადმყოფოში“, – მოჰყავს მინისტრის სიტყვები ტელეარხ TRT-ს.

ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც თეირანიდან სტამბოლის მიმართულებით ასრულებდა რეისს, ექსტრემალურ რეჟიმში დაჯდა დღეს დილით ანკარაში ახალი ტიპის  კორონავირუსით ერთ-ერთი მგზავრის ინფიცირების ეჭვის გამო. ტელეარხის მონაცემებით, სულ ცოტა, 17 მგზავრს სხეულის მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდა.

ირანში კორონავირუსის გავრცელების გამო „თურქეთის ავიახაზებმა“ 10 მარტამდე ამ ქვეყანაში დაგეგმილი ყველა რეისის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, თეირანსა და თეირანიდან რეისების გამოკლებით.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის ირანში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 95-ს მიაღწია, რომელთაგან 15 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. ინფიცირებულთა შორისაა ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაჯ ჰარირჩი, რომელმაც ამის თაობაზე თავად განაცხადა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close