მსოფლიომოდა/სილამაზე

როგორ გამოიყურება მეგან მარკლისა და პრინც ჰარის „ათასობით ყვავილად“ წოდებული 14-მილიონიანი სასახლე

მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე უარი განაცხადეს და საცხოვრებლად კანადაში გადავიდნენ, მათ გარკვეულ პრივილეგიებზე და  ე. წ. სუვერენულ ფინანსურ გრანტზე უარის თქმა მოუწიათ, მაგრამ  ეს სულაც არ ნიშნავს, რომ „გაღარიბდნენ“.

აწ უკვე ყოფილი სამეფო წყვილის სტატუსსა და ფინანსურ მდგომარეობაზე nostal.ge უკვე წერდა. ახლა მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ  მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ერთობლივი ქონება ამჟამად დაახლოებით 33 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

საზოგადოებას განსაკუთრებით აინტერესებს, თუ სად, როგორ სახლში ცხოვრობენ ჰარი და მეგანი კანადაში. როგორც აღმოჩნდა, მათი საცხოვრებელი ნამდვილი სასახლეა და ის 14 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

ეს დახურული ტიპის კომპლექსი ვანკუვერის კუნძულის სანაპიროზე, 16 200 კვ.მ-ზეა გაშენებული.

ფრანგული სტილით აშენებულ სახლში 5 საძინებელია, 8 სააბაზანო, სასადილო ოთახი ულამაზესი ხედით, კაბინეტი  მე-17 საუკუნის ფრანგული ბუხრით, მარანი, ბანქოს სათამაშო ოთახი ბარით და ბევრი სხვა რამ. სასახლეში უამრავი ისტორიული ნივთი და ავეჯია. სახლი სპეციალურად ისეა დაპროექტებული, რომ მის ბინადართ განმარტოების საშუალება ჰქონდეთ. სახლს გარშემო ზღაპრული სილამაზის ბაღი აკრავს, ტყუილად ხომ არ უწოდებენ ამ სასახლეს „ათასობით ყვავილს“ („Mille Fleurs“).

ტერიტორიაზე მდებარეობს კოტეჯური ტიპის სახლი (218კვ.მ) სამი საძინებლით და ორი სააბაზანო ოთახით. კოტეჯს ორი პლაჟი და ზამთრის ბაღი აქვს.

სასახლე ნამდვილ ციხესიმაგრეს მოგაგონებთ. მას  მთელ პერიმეტრზე მაღალი ქვის ღობე აქვს გარშემორტყმული და აღჭურვილია თანამედროვე სათვალთვალო სისტემებით.

მაგრამ ამ, მართლაც რომ, ზღაპრული სილამაზის  სასხლის მთავარი საგანძური, სამეფო სტატუსით თუ უსტატუსოდ, მისი ყველაზე პატარა ბინადარი არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორია.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close