იტალიაისტორიაკულტურა

რომი არქეოლოგიური სენსაციის მოლოდინშია

იტალიელი არქეოლოგები ირწმუნებიან, რომ რომის პირველი მეფის სარკოფაგი აღმოაჩინეს

იტალიელმა არქეოლოგებმა კოლიზეუმის ქვეშ აღმოაჩინეს მიწისქვეშა ტაძარი სარკოფაგით. ისინი ირწმუნებიან, რომ სარკოფაგი რომის დამაარსებელს და ლეგენდარულ მეფეს – რომულუსს ეკუთვნის. ამის თაობაზე იტალიური მედია წერს.

კოლიზეუმის დირექტორმა ალფონსინა რუსომ აღმოჩენას „ექსტრაორდინარული“ უწოდა.

ძუ ლომის გაზრდილი რომულუსისა და მისი ძმის, რემუსის ბიოგრაფიები არაერთ „ფანტასტიკურ“ დეტალს შეიცავს, ამიტომ თანამედროვე მეცნიერებს ეჭვი ეპარებათ მათ რეალურ არსებობაში და უმეტესობას რომულუსი მითოლოგიურ პერსონაჟად მიაჩნია. ამასთან, მეცნიერები უარყოფენ რომის ერთბაშად დაარსების შესაძლებლობას ჩვენს ერამდე მე-8 საუკუნეში.

Wanted in Rome-ი აზუსტებს, რომ შესაძლებელია სამარხი რომულუსის კულტს უკავშირდებოდეს. არსებობს უფრო გაბედული ვერსიაც, რომ სამარხი ნამდვილად მეფე რომულუსს ეკუთვნის, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სარკოფაგში არანაირი ნეშტი არ არის აღმოჩენილი.

კოლიზეუმის დირექტორის, ალფონსინა რუსოს თქმით, რომაელ არქეოლოგთა აღმოჩენას პარასკევს, 21 თებერვალს წარადგენენ პრესკონფერენციაზე.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close