newsრას არ გაიგებ/ფაქტები

იაპონიაში ტრადიციულ „შიშველ ფესტივალში“ 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა

იაპონიის ქალაქ ოკაიამაში ყოველწლიური „შიშველი ფესტივალი“ გაიმართა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, „ჰაკადა მაცური“ ანუ „შიშველი ფესტივალი“ თებერვლის მესამე შაბათს ქალაქის ერთ-ერთ ტაძარში ტარდება და მასში მხოლოდ კაცები მონაწილეობენ. წელს მათმა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა.

ფესტივალი დილის 3:20 საათზე იწყება. კაცები საცვლებამდე შიშვლდებიან და ტაძრის ირგვლივ დარბიან. შემდეგ კი ტაძრის ფანჯრიდან მონაწილეებისკენ სპეციალურ ჯოხებს ისვრიან. მათ, ვინც ჯოხებს დაიჭერს, წლის განმავლობაში იღბალი არ უღალატებს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close