კრიმინალიმსოფლიო

ბერლინის ცენტრში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ბერლინის ცენტრში, კროიცბერგის რაიონში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა. ინციდენტი პარასკევს, 14 თებერვალს საღამოს მოხდა საკონცერტო-სპორტულ დარბაზ „ტემპოდრომთან“, სადაც თურქული კომედიური შოუ უნდა გამართულიყო. ამის შესახებ პორტალი DW წერს.

იყო თუ არა სროლა კავშირში თურქულ წარმოდგენასთან, ჯერჯერობით უცნობია.

ინციდენტის შემდეგ ყველა მაყურებელი დარბაზიდან გაიყვანეს.

სროლის შედეგად დაღუპული 42 წლის მამაკაცია, 4-ივე დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციის განცხადებით, რამდენიმე ადამიანი ერთდროულად ისროდა.

პოლიციას დანაშაულის ადგილი 15 თებერვლის დილამდე ჰქონდა ალყაშემორტყმული, სამართალდამცველები მიმდებარე პარკებს და შენობებს ამოწმებდნენ.

დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close