მსოფლიომედიცინაიტალიასაზოგადოება

პირველი გარდაცვლილი ევროპაში კორონავირუსის გამო (ვიდეო)

17 წლის იტალიელი სტუდენტი, რომელიც ორჯერ თვითმფრინავის ბორტზე არ აუშვეს სიცხის გამო, როგორც იქნა, იტალიაში დაბრუნდა

კორონავირუსის გამო გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში. ეს არის პირველი მსხვერპლი აზიის საზღვრებს გარეთ. ამის თაობაზე საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

გარდაცვლილია 80 წლის ჩინელი ტურისტი, რომელიც საფრანგეთში პირველი მოათავსეს საავადმყოფოში კორონავირუსის გამო 25 იანვარს. იგი საფრანგეთში 5 იანვარს ჩავიდა ჰუბეის პროვინციიდან. პაციენტის მდგომარეობა სწრაფად გართულდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილია 1527 ადამიანი, ინფიცირებულია 67 091, გამოჯანმრთელდა 8497 ადამიანი.

გარდაცვალების შემთხვევებიდან მხოლოდ 4-ია ჩინეთის ფარგლებს გარეთ: ჰონკონგში, ფილიპინებში, იაპონიასა და საფრანგეთში.

***

კოშმარი დასრულდა 17 წლის იტალიელი სტუდენტისთვის ფრიულიდან, რომელიც იმის გამო, რომ სიცხე ჰქონდა, უჰანში „ჩარჩა“ – ამჯერად მისთვის სპეციალური რეისი შესრულდა და ნიკოლო დღეს დილით სამშობლოში დაბრუნდა. იგი ბორტზე არ აიყვანეს პირველი ორი რეისის დროს, როდესაც უჰანში მყოფი იტალიის მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნეს, რადგან ნიკოლოს სიცხე ჰქონდა. ამის თაობაზე „ანსა“ წერს.

ამჯერად იგი უკვე ავიდა სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავის, Boeing KC-767-ის ბორტზე, რომელიც სპეციალურად მისთვის გაფრინდა უჰანში  პარასკევს  დღის მეორე ნახევარში და იქიდან რამდენიმე საათში უკან გამოფრინდა. მოზარდი პრატიკა დი მარეში ჩაიყვანეს – სამხედრო ბაზაზე, სადაც მას ოჯახის წევრების გარდა საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიოც დახვდა.

მაღალი ბიოლოგიური იზოლაციის  სტრუქტურაში მოთავსებული 17 წლის ნიკოლო გრადოს და ეკიპაჟის წევრების გარდა ბორტზე, აგრეთვე, იმყოფებოდნენ იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მიადგილე პიერპაოლო სილერი ექიმებთან და მედდებთან ერთად. სამხედრო ბაზაზე დაფრენის შემდეგ იგი რომის სპალანცანის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც 14-დღიან კარანტინში იქნება.

ლუიჯი დი მაიომ ნიკოლოს სამშობლოში ჩამოფრენის კადრები თავის ფეისბუქგვერდზე განათავსა.

p. s. დღის ბოლოს სპალანცანის საავადმყოფოდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლოს ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, რაც ნიშნავს, რომ მოზარდი ინფიცირებული არ არის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close