მსოფლიოსაზოგადოება

რატომ არის 14 თებერვალი სიყვარულის დღე

14 თებერვალს მსოფლიო წმინდა ვალენტინის დღეს აღნიშნავს. სიყვარულის დღედ წოდებული დღესასწაული პირველად ინგლისში 1835 წელს აღინიშნა, 1847 წლიდან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ პოპულარულ დღესასწაულად იქცა. სწორედ იმ პერიოდში გამოჩნდა მისალოცი ბარათები რომანტიკური შინაარსის წარწერით, რომელზეც ანგელოზი, გული ან კუპიდონი იყო გამოსახული.

წმინდა ვალენტინის დღე მესამე საუკუნის მოწამეს, წმინდა ვალენტინს უკავშირდება. იგი რომის იმპერიაში ადრეულ ქრისტიანებს ჯვარს სწერდა, 270 წლის 14 თებერვალს კი მას თავი მოკვეთეს. არსებობს ლეგენდა, რომ საპყრობილეში ყოფნისას წმინდა ვალენტინმა უსინათლო გოგონას მხედველობა დაუბრუნა, მოგვიანებით კი მას წერილი გაუგზავნა წარწერით „შენი ვალენტინი“.

ადრეულ შუასაუკუნეებში ვალენტინი კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ისტორიკოსებისა და ფოლკლორისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში 14 თებერვალი წმინდა ვალენტინის სიკვდილით დასჯას არ უკავშირდება, არამედ ეს თარიღი პირობითად იქნა შერჩეული რომის იმპერიაში არსებული წარმართული დღესასწაულის, ლუპერკალიის ჩასანაცვლებლად. ლუპერკალია, იგივე ნაყოფიერების დღესასწაული, 15 თებერვალს ღვთაება ფაუნუსის პატივსაცემად აღინიშნებოდა. ამ დღეს რომაელები წარმართ ღმერთს მსხვერპლს სწირავდნენ. მე-5 საუკუნიდან ქრისტიანულ რომში ლუპერკალია აიკრძალა.

ვალენტინობა, როგორც დღესასწაული, ევროპაში XIII საუკუნიდან აღინიშნება, ამერიკაში – 1777 წლიდან, ხოლო საქართველოში – გასული საუკუნის ბოლო წლებიდან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close